რატომ ჩამოშორდა კინოს ანა ბაგრატიონის ულამაზესი დედა და რითი ჰგავს ის მონაკოს პრინცესას

რატომ ჩამოშორდა კინოს ანა ბაგრატიონის ულამაზესი დედა და რითი ჰგავს ის მონაკოს პრინცესას
საკმარისია, ახსენო ხატია ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან "მე ვხედავ მზეს", ყველას თვალწინ უმშვენიერესი ლეილა ყიფიანი წარმოუდგება. ის ფილმის რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ასეულობით კანდიდატს შორის გამოარჩია და ამ პერსონაჟის განსახიერება ანდო. პირველივე როლმა უსაზღვრო პოპულარობა და ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში მნიშვნელოვანი ადგილი მოუტანა.



აბიტურიენტობიდან გამოჩნდა მის ცხოვრებაში კინო და სწორედ კინომ შეახვედრა მის მომავალ მეუღლეს, რეჟისორ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის, პოეტ პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ვაჟს, რომელიც ბაგრატიონთა სამეფო შტოს შთამომავალია. ვერ გეტყვით, უოცნებია თუ არა ლეილა ყიფიანს, ბავშვობაში თითქმის ყველა გოგონას
საოცნებო კინოვარსკვლავობაზე ან ნამდვილ პრინცზე, მაგრამ ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში ერთმანეთის მიყოლებით მოვიდა..


რეზო ჩხეიძის საკულტო ფილმ "ღიმილის ბიჭებს" უკავშირდება ლეილა ყიფიანისა და ნუგზარ ბაგრატიონის გაცნობა. როგორც ჰყვებიან, ერთმანეთს ფილმის სინჯებზე შეხვდნენ და დამეგობრდნენ, თუმცა, ნუგზარ ბაგრატიონს ცხოვრებაში ლეილა არაერთხელ ჰყავდა ნანახი, რადგან მისი სახლის წინ იყო ის სკოლა, სადაც მაშინ უკვე ვარსკვლავი ლეილა ყიფიანი სწავლობდა. ნუგზარიც ხშირად უყურებდა, როგორ ბრუნდებოდა მშვენიერი გოგონა სკოლიდან სახლში წიგნებით დატვირთული, თუმცა, მაშინ ერთმანეთს არ დაკონტაქტებიან. ფილმში კი ერთად ითამაშეს და პრემიერის შემდეგ მილოცვებსაც ერთად იღებდნენ. 3 წელი იყვნენ შეყვარებულები და საბოლოოდ, როგორც პრინცს და პრინცესას შეეფერებათ, ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს.

ნუგზარ ბაგრატიონი და ლეილა ყიფიანი ლენინგრადში



ლეილა ყიფიანი ნელ-ნელა ჩამოშორდა კინოეკრანებს. როგორც თავად ამბობს, მეუღლის ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა, გათხოვების შემდეგაც ითამაშა რამდენიმე როლი სხვადასხვა ფილმში, თუმცა, მას შემდეგ, რაც დედა გახდა, ნელ-ნელა კინოკარიერა მისთვის მეორე ფლანგზე გადავიდა.
თავად ამბობს:

"ყველა ჩემი როლი მიყვარს. განსხვავებული ხასიათის გმირი არ მითამაშია. გული არაფერზე მწყდება. კინემატოგრაფიასაც ისე უმტკივნეულოდ ჩამოვშორდი, როგორც ბალეტს. ჩემს ცხოვრებაში შვილები გაჩნდნენ და ამან ყველაფერი შეცვალა. თუმცა, ხანდახან, როცა დავფიქრდები, გული მწყდება, მგონია, რომ კინემატოგრაფს არ უნდა ჩამოვშორებოდი, თუმცა, ახლა ამაზე საუბარი გვიანია. მიმაჩნია, რომ გამიმართლა, რადგან ბედმა ბევრი საინტერესო გმირის თამაში მარგუნა".



ლეილა ყიფიანი პროფესიით ბიოლოგია. მან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და სწავლის დამთავრების შემდეგ დღემდე პროფესიით მუშაობს. კინოს მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გააჩნია და მადლობელია ყველა იმ რეჟისორის, რომლებმაც ასეთი მნიშვნელოვანი როლების განსახიერება ანდეს.

განაგრძეთ კითხვა

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31