ილო და ანი ფართო საზოგადოების წინაშე ერთად პირველად „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩდნდენ.
სერიალში შაგუ მისთვის უცნაური გოგონას გულის მოგებას ცდილობდა, თუმცა იმ შემთხვევაში მათი ურთიერთობა არ შედგა.
სამაგიეროდ ყველაფერი პირიქითაა ცხოვრებაში. როგორც ცნობილია, ისინი ერთმანეთს ადრეც იცნობდნენ და ქალაქშიც ჭორები მათი სიყვარულის შესახებ ხშირად ისმოდა, თუმცა ილო ამაზე საუბარს თავს არიდებდა. შემდეგ კი სოციალურ ქსელში მან ღიად დაიწყო ანის ფოტოებისა და მასთან ერთად გადაღებული ვიდეოების გამოქვეყნება. „ჩემი ოცნების გოგონა“,- წერს ის ერთ-ერთ ფოტოზე. მათი სასიყვარულო ურთიერთობა კი ეჭვს ილოს დაბადების დღის შემდეგ აღარ ბადებდა, როცა მეგობრები ანის თავისი „სუპერბიჭის“ იუბილეს ულოცავდნენ. ამავე დღეს ბახვა ბრეგვაძის მიერ გადაღებულ ვიდეოში, სადაც ილოს დაბადების დღეს აღნიშნავენ, ჩანს თუ როგორ კოცნის წყვილი ერთმანეთს.
ასეა თუ ისე, ისინი მაინც დიდხანს მალავდნენ ურთიერთობას.
„ზოგადად არ ვართ ყურადღების ცენტრში ყოფნის მოყვარულები. რომელი კენი უესტი და კიმ კარდაშიანი ჩვენ ვართ, რომ ჩვენს პირად ცხოვრებაზე ვისაუბროთ.“, - ამბობს ილო „სარკესთან“ მიცემულ ინტერვიუში.
მათ შესახებ ბოლო სკანდალი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მათ ფოტოებს მოჰყვა, სადაც ანის თეთრი კაბა ეცვა. კომენტარებში თაყვანისმცემლები წყვილს დაოჯახებას ულოცავდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს მათი ქორწილის დღე არ ყოფილა. „თეთრი ვეღარ ჩაგიცვამს ადამიანს“,- წერდა ანი კომენტარებში.
„ამ ფოტოს ისტორია ძალიან მარტივია: ერთ-ერთი კომპანიის კორპორატიული საღამოს წამყვანები ვიყავით. ანის ფოტოში აცვია თეთრი კაბა, რომელსაც ფერად-ფერადი კოპლები აქვს. საზოგადოებას ჩვენი ქორწილი ალბათ ასეთ სტილში წარმოუდგენია”, - ამბობს ილო.
წყვილმა სარკესთან“ მიცემულ ინტერვიუში ურთიერთობის საწყისი ეტაპიც გაიხსენა:
ანი:
მეც, როგორც ბევრი სხვა, ილოს ეკრანიდან ვიცნობდი. ერთხელ რადიოში მიმიწვიეს, სადაც თანაწამყვანი ილო იყო. საუბრის თემა ეხებოდა სილამაზესა და ჯანსაღ ცხოვრებას. იქ გავი-ცანით ერთმანეთი, მაგრამ ეს ყველაფერი ნაცნობობით შემოიფარგლა, რადგან მე იმ დროს მყავდა ოჯახი. მახსოვს, პირველი შეხვედრისას უზრდელის შთაბეჭდილება დატოვა, რად-გან სტუდიაში რომ შევედი, ტელეფონით იყო დაკავებული, ერთი ამომხედა და ისევ ტელეფონში ჩარგო თავი.
ილო:
ეტყობა, მაშინ ძალიან მომეწონა და შემრცხვა, რომ სახეზე შემეტყობოდა. სხვათა შორის, სერიალ "ხელოვნურ სუნთქვაში" ანი ნანახი არ მყავდა, ამიტომ ეს სილამაზე რეალურად პირვე-ლად იქ დავინახე.
ანი:
მეუღლეს მალევე გავშორდი, რადგან ურთიერთობაში უკვე გვქონდა პრობლემა. ეს ისე მოხდა, რომ ილო არაფერ შუაში იყო. გადაცემის შემდეგ მომწერა, მადლობა გადამიხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ფოტოებზე მეუღლესთან ერთად ბედნიერად გამოვიყურებო-დი. ამის მერე ძალიან ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდა, როგორიც შე-იძლება კარგ ნაცნობთან გქონდეს.
ოჯახის დანგრევის შემდეგ საერთოდ არ მინდოდა არავითარი ურთიერთობა. ორიენტირე-ბული ვიყავი საქმეზე, ამიტომაც ილომ მეგობრობის სტრატეგია აირჩია და შემდეგ შემაყვარა თავი.
- ანი, როდის დარწმუნდით, რომ ილოს ნამდვილად უყვარდით?
ანი:
როდესაც დილის 8 საათზე აბსოლუტურად უმაკიაჟოდ, მოუწესრიგებელს გნახავს და მაინც მოეწონები, შემდეგ ვაკელი ბიჭი ვაზისუბანში გაგაცილებს და კიდევ ათას რამეს გააკეთებს, ფიქრობ, რომ სერიოზულად გიყურებს.
- დღეს რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?
ანი:
ძალიან კარგი, მშვიდი და დაღვინებული ეტაპია ჩვენს ურთიერთობაში. ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს.