გასული წლის ზაფხულის ბოლოს, 52 წლის ფრანგმა მსახიობმა ცოლად შეირთო ახალგაზრდა მოდელი ტინა კუნაკი, რომელიც თაფლობის თვეს უკვე მოზრდილი მუცლით ბრაზილიის სანაპიროზე ფოტოსესიაში იყო აქტიურად ჩართული.
ახალგაზრდა მოდელისა და მსახიობის ურთიერთობა მუდამ მსოფლიო ტაბლოიდების ყურადღების ცენტრშია. 21 წლის ტინაც თამამად აქვეყნებს ვინსენტისგან სიყვარულის გამომხატველ ვიდეოებსა და სურათებს.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ბავშვის სქესი დღემდე ვარსკვლავურ წყვილს საიდუმლოდ უნდა, დატოვოს, თუმცა აქვე შეგახსენებთ, რომ ტინასთვის ეს პირველი ბავშვი იქნება, ხოლო ვინსენტისთვის - მესამე, ვინაიდან მონიკა ბელუჩისთან ქორწინებიდან მსახიობს ორი ქალიშვილი - 15 წლის დევა და 8 წლის ლეონი ჰყავს.
მოდელი აქტიურად ესწრება მიწვეული სტუმრის რანგში მოდის კვირეულებს და ხშირად აქვეყნებს თავის "ინსტაგრამგვერდზე" ფოტოებს.
მუცლის სიდიდიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ვინსენტი და ტინა მალე გახდებიან მშობლები, თუმცა ზუსტი თარიღის პროგნოზირება ჯერჯერობით არ ხდება. ვარსკვლავური ბავშვის მოლოდინში კი, „მარაო“ გიზიარებთ ახალგაზრდა მოდელის საორსულე მოდურ ლუქებს.