ჩვენ შევარჩიეთ 5 ცნობილი ქართველი ქალბატონი, რომელიც უმაკიაჟო ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს.
ისინი კრიტიკის ქარცეცხლში ნამდვილად არ მოქცეულან, რადგან კოსმეტიკის გარეშეც მშვენივრად გამოიყურებიან.
კოკო შანელი ამბობდა, რომ: " ქალს, რომელიც არ მოიხმარს კოსმეტიკას, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე". ეს ფრაზა ამ ქალბატონებს ნამდვილად არ ეხებათ, რადგან მათ იციან, როგორ გაუსვან თავიანთ სილამაზეს ხაზი თავის მოვლის სხვადასხვა საშუალების მეშვეობითაც.
ანა შელია - უმშვენიერესი ქართველი მოდელი უპირატესობას მსუბუქ მაკიაჟს ანიჭებს და მისი ფოტოებიც ამაზე მეტყველებს. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ მინიმალური მაკიაჟით ისეთივე ლამაზია, როგორც მკვეთრი ტონებით.
ნანუკა გუდავაძე - მოდის ბლოგერი საკუთარ გვერდზე ძირითადად სადა ფოტოებს აქვეყნებს. მას თაყვანისმცემლები უბრალოებას და ბუნებრივ სილამაზეს უწონებენ. ახლახან ნანუკამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მხოლოდ თვალის ჩრდილი უსვია და ძალიან ლამაზად გამოიყურება.
ქეთა თოფურია - მომღერალს მკვეთრი მაკიაჟიც ხშირად აქვს, რაც მისი პროფესიიდან გამომდინარე, აუცილებელიც არის. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქართველი ქალბატონია, რომელიც თამამად აქვეყნებს საკუთარ უმაკიაჟო ფოტოებს. მის ასეთ ნაბიჯს ყოველთვის უამრავი მოწონება და თბილი კომენტარი მოჰყვება ხოლმე.
ანა ახვლედიანი - გამორჩეული გარეგნობის მოდელს ულამაზესი პატარა ფერია ჰყავს, რომელთან ერთად გადაღებულ ფოტოებზეც უმაკიაჟოდ გვევლინება.
თუმცა, თუ მის "ინსტაგრამს" გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მსგავს ფოტოებს ცალკეც ხშირად გვთავაზობს.
ანუკი არეშიძე - არასდროს აქვეყნებს ისეთ ფოტოებს, სადაც მისი მაკიაჟი გადაჭარბებული და მყვირალაა. ანუკის უმაკიაჟო ფოტოებიც მრავლად მოიძებნება, თუმცა დიზაინერი სათვალეებს არ ღალატობს, რადგან მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აქსესუარია.