მიუხედავად ვარსკვლავური წყვილის გარშემო გავრცელებული ჭორებისა, ბრედლი და ირინა განაგრძობენ ოჯახური ცხოვრებით ტკბობას. მეტიც, ისინი უფრო ხშირად ჩნდებიან პაპარაცების ფოტოობიექტივებში და არ მალავენ ოჯახური იდილიის ამსახველ მომენტებს.
21 მარტს ბრედლისა და ირინას ქალიშვილს - ლეას, 2 წელი შეუსრულდა. როგორც ჩანს, მშობლებმა გადაწყვიტეს ამ დღის ზღაპრულ გარემოში აღნიშვნა და ლეა „დისნეილენდში“ წაიყვანეს.
ირინამ არაერთხელ აღნიშნა, რომ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, თავისუფალ დროს ხმაურიან წვეულებებზე დროის გატარებას ურჩევნია ოჯახურ გარემოში ყოფნა. გასულ კვირას მოდელმა სანტა-მონიკაშიც გაიყოლა ლეა საქმიან ვიზიტზე.
საზოგადოებას კი ნამდვილად აღარ აქვს არანაირი მიზეზი ბრედლისა და გაგას წყვილის შესახებ ჭორების გავრცელების თაობაზე, მით უმეტეს, რომ გაგა ბოლო პერიოდში საკმაოდ ახლო ურთიერთობაში შენიშნეს მსახიობ ჯერემი რენერთან.