მარტის დასაწყისში კალათბურთელმა ალექს როდრიგესმა ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ ხელი სთხოვა ჯენიფერ ლოპესს. ამ დღიდან მოყოლებული, წყვილი ძალიან რომანტიკულ სტატუსებს უძღვნის ერთმანეთს სოციალურ ქსელში და ხშირად აქვეყნებენ ერთობლივ ფოტოებს.
„მარაო“ გიზიარებთ ალექს როდრიგესის გვერდზე გავრცელებულ პოსტს:
„ეს მშვენიერი ქალბატონი ხვალ იწყებს Hustlers-ის გადაღებებში მონაწილეობის მიღებას. არ მინდა დაგასპოილეროთ, მაგრამ ერთი სული მაქვს, როდის იხილავთ მას, ყველაზე განსხვავებულ ამპლუაში!
ის იმდენს შრომობდა ბოლო პერიოდში, მიხარია, რომ მოვახერხეთ და მცირეხნიანი შვებულება მოვიწყვეთ ფილმის გადაღებამდე.
მიყვარხარ, პატარავ, განაგრძე ბრწყინვალება. იფრინე მაღლა და შთაგვაგონე ყველა“ - განაცხადა კალათბურთელმა და დაურთო ფოტო ერთობლივი თაფლობის თვიდან, რომელზეც ორივეს ბედნიერი სახე აქვს.
მსახიობი მონაწილეობას იღებს ფილმში რეპერ კარდი ბ-სთან და კონსტანს ვუ-სთან ერთად. სიუჟეტი მოგვითხრობს ნამდვილ ისტორიაზე დაფუძნებულ ამბავს, რომელიც ნიუ-იორკში ვითარდება, სტრიპტიზიორი გოგონები კი უოლ-სტრიტის კლიენტებზე შურისძიებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ წყვილი დაინიშნა ბაჰამის კუნძულებზე, ხოლო ქორწინება, როგორც წყვილთან დაახლოებულ პირთან საუბარში ირკვევა, ჩატარდება ცნობილი ადამიანებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში.
კალათბურთელს წინა ქორწინებიდან ჰყავს ორი ქალიშვილი - ნატაშა და ელა, ხოლო ჯენიფერს, მომღერალი მარკ ენტონისგან, ტყუპები - მაქსი და ემი.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ფილმსა და კიდევ ერთ გრანდიოზულ ქორწილს. როგორც ჩანს, ახალი პრეტენდენტები გვყავს რომანტიკული ვარსკვლავური წყვილის პოზიციაზე ჯეილოსა და როდრიგესის სახით.
წყარო:loveradio