არსებობენ ორი ტიპის ვარსკვლავები - ერთნი თაყვანისმცემლებს ყველა წვრილმანს უყვებიან, საკუთარი საუზმის ჩათვლით, მეორენი კი სხვაგვარად იქცევიან. მათ შეუძლიათ წლობით დამალონ საზოგადოებისგან მეორე ნახევარი ან მძიმე დაავადებებიც კი.
როგორც აღმოჩნდა, "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება. 21 მარტს "ნიუიორკერმა" გამოაქვეყნა მსახიობის გულახდილი ინტერვიუ, სადაც მან აღიარა, რომ სამი ოპერაცია გადაიტანა ტვინზე, ფილმის ეპიზოდებს შორის. 2011 წელს, მოულოდნელად თავს დატეხილმა პოპულარობამ დიდი განცდები მოუტანა და ბევრი პრობლემა. ძლიერი სტრესი ჰქონდა და გამუდმებით სტკიოდა თავი. რომ გადართულიყო სხვა რამეზე, სპორტდარბაზში დადიოდა.
ერთხელაც, 11 თებერვალს, ძლიერი თავის ტკივილი იგრძნო და მწვრთნელს უთხრა, რომ შესვენება სჭირდებოდა.
- ძლივს მივაღწიე გასახდელამდე. უნიტაზთან დავემხე და ძლიერი გულისრევა დამეწყო. იმავდროულად მწვავე ტკივილს ვგრძნობდი, რომელიც სულ უფრო ძლიერდებოდა. მივხვდი, რომ ტვინი მქონდა დაზიანებული...
ემილია ცდილობდა, თითები აემოძრავებინა და სერიალის სცენარიდან რამდენიმე ფრაზა გაეხსენებინა. გონება დაკარგა, თუმცა, საბედნიეროდ, მალე იპოვა ქალმა გვერდითა გასახდელიდან და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
საავადმყოფოში ტომოგრაფია გაუკეთეს და აღმოაჩინეს სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა - ინსულტის სახესხვაობა. ემილიას სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა.
- ექიმებმა მითხრეს, რომ ოპერაციაზე ნებართვა უნდა მიმეცა და ხელი მომეწერა. ოპერაცია ტვინზე? ამ დროს, ისეთი დაკავებული ვიყავი, უამრავი საქმე მელოდა და ამის დრო არ მქონდა... თუმცა მივხვდი, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი იყო და საბოლოოდ ხელი მოვაწერე. მერე კი გონება დავკარგე. გაგრძელება