31 მარტს დიდ ბრიტანეთში აღნიშნავენ დედის დღეს. ამ დღესთან დაკავშირებით, არაერთმა ცნობილმა ვარსკვლავმა გადაწყვიტა მიელოცა თავის ცხოვრებაში განსაკუთრებული ქალისთვის ეს დღე.
რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთის ყველაზე გამორჩეულად ლამაზ წყვილად ბექჰემების ოჯახი ითვლება უდავოდ. „ბედნიერი დედის დღე მსოფლიოში ორ საუკეთესო დედას, - დაწერა დევიდ ბექჰემმა "ინსტაგრამგვერდზე", რომელშიც იგულისხმა თავისი დედა - სანდრა ბექჰემი და მეუღლე ვიქტორია, - მე და ჩემს დებს ძალიან გაგვიმართლა, ისევე, როგორც ჩემს შვილებს.“
სხვათა შორის, მამას არც უმცროსი შვილი ჩამორჩა, რომეო ბექჰემმაც მიულოცა ვიქტორიას წარწერით: „დედის დღეს გილოცავ, მსოფლიოში საუკეთესო დედა! ძალიან მიყვარხარ!“
One Direction-ის სოლისტიც არ იყო გამონაკლისი. ლიამ პეინმაც გულისამაჩუყებელი პოსტი მიუძღვნა დედას და თავის ყოფილ მეგობარ გოგონას - შერილ კოულს, რომელმაც მომღერალს 2017 წელს ვაჟი აჩუქა. „ბედნიერ დედის დღეს ვუსურვებ ამ ორ სუპერდედას. არც კი ვიცი, მე და ჩემი შვილი რას ვიზამდით უთქვენოდ“.
„ბედნიერ დედის დღეს ვუსურვებ ქალს, რომელიც ყველას თავის თავზე წინ აყენებს; ქალს, რომელიც სავსეა სიყვარულით და მაჩუქა სიცოცხლე, რომელიც მთელი პოზიტივით ავსებს თავის გარშემო სამყაროს. მიყვარხარ! ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია დაგიძახო დედა!“ - თავის "ინსტაგრამგვერდზე" დაწერა „ჰობიტის“ ვარსკვლავმა ლუკ ევანსმა.
დღესასწაულთან დაკავშირებით ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა გამოაქვეყნა ფოტო თავის ორსულ ცოლთან, ამერიკელ მსახიობთან - აიდა ფილდთან ერთად. სურათი გადაღებულია ორსულობის პერიოდში. წყვილს სამი შვილი - ორი გოგონა და ერთი ვაჟი ჰყავს: „ბედნიერ დედის დღეს ვუსურვებ ყველა ქალბატონს, ამ ლამაზმანის ჩათვლით.“
მადონამ კი გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მისი აყვანილი გოგონები, ტყუპები ესტერ და სტელა ჩიკონეები, ფორტეპიანოზე უძღვნიან სიმღერას. უდავოდ გულისამაჩუყებელია, არა?
წყარო:loveradio