"სიყვარულის გაცემაში ძალიან კარგი ვარ. უფრო მეტ სიყვარულს გავცემ, ვიდრე ვიღებ" - კარა დელევინი თავის სექსუალურ ორიენტაციას არ მალავს - Marao

"სიყვარულის გაცემაში ძალიან კარგი ვარ. უფრო მეტ სიყვარულს გავცემ, ვიდრე ვიღებ" - კარა დელევინი თავის სექსუალურ ორიენტაციას არ მალავს

2019-04-02 15:49:46+04:00

ჭორები ბრიტანელ მოდელს - კარა დელევინსა და „პატარა ლამაზი მატყუარების“ ვარსკვლავს, ეშლი ბენსონის ურთიერთობის შესახებ უკვე დიდი ხანია აქტიურ ფაზაშია, თუმცა წყვილი ერიდება საერთო ფოტოების ხშირად აფიშირებას ოფიციალურ გვერდებზე.
Image result for cara and ashley

როგორც მეგობრები აღნიშნავენ, ეშლი და კარა ურთიერთობების მიმართ საკმაოდ დელიკატურები არიან, ვინაიდან არ უყვართ მათ პირად ცხოვრებაში პაპარაცების და სხვა ადამიანების ჩარევა. ისინი იშვიათად აქვეყნებენ ერთობლივ ფოტოებს და მათი ერთად დაფიქსირება ქუჩაში, ფოტოგრაფებისთვის, დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

Image result for cara and ashley

სტილისტმა ჯამი მიზრაქმა გამოაქვეყნა მათი ერთობლივი ფოტო პარიზის მოდის კვირეულზე "შანელის" ჩვენებამდე, სადაც წყვილი ერთმანეთს საკმაოდ დიდი სიყვარულით ეფერება.

კარა მიდიოდა "შანელის" ჩვენების გასახსნელად, სადაც პირველ რიგებში გულშემატკივრობდა ეშლი.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან მოყოლებული, კარა თამამად საუბრობს თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და გამონაკლისი არც ამერიკელი დრეგ ქუინის შოუში სტუმრობა იყო, სადაც მოდელმა განაცხადა, რომ „მე დები მყავს, მაგრამ ძალიან ბევრ დროს მარტო ვატარებდი. წიგნები და ფილმები ჩემთვის საოცრება იყო. "დისნეის" ზღაპრებიდან ბევრი რამ ვისწავლე. ვფიქრობდი, "დისნეის" ყველა პრინცესას კაცი უყვარს, უბრალოდ ასეა და მე ვერ ვიქნები პრინცესა, თუ, ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? ამიტომაც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის მიღება არასდროს მინდოდა”.

Image result for cara and ashley

კარას თქმით, მამაკაცები ჯერჯერობით არ იზიდავს, თუმცა არც იმ ფაქტს გამორიცხავს, რომ შეიძლება ძლიერი სქესის წარმომადგენლებისადმიც იგრძნოს ლტოლვა.

„ვიცი, როგორი რთულია ურთიერთობებში სიამოვნების და სიყვარულის მიღება. ამიტომ სიყვარულის გაცემაში ძალიან კარგი ვარ. უფრო მეტ სიყვარულს გავცემ, ვიდრე ვიღებ. ასე ვარ სექსშიც”, - განაცხადა მოდელმა თავის ბუნებასა და ურთიერთობებზე საუბრისას.

Image result for cara and ashley

წყარო:seventeen.com