არ გვჯერა! პრინცი უილიამი კეიტ მიდლტონის ღალატში დაადანაშაულეს - Marao

არ გვჯერა! პრინცი უილიამი კეიტ მიდლტონის ღალატში დაადანაშაულეს

2019-04-10 13:05:13+04:00

ჩვენ კატეგორიულად არ გვინდა დავიჯეროთ ის, რასაც ბრიტანული ტაბლოიდები აცხადებენ. The Sun-ის განცხადებით, პრინცი თავის მეუღლეს მის დაქალთან -როუზ ჰანბერისთან ღალატობს.
Related image

როუზი ყოფილი მოდელია და კეიტთან 10 წელია მეგობრობს. 2011 წელს როუზი მოწვეულ სტუმრებს შორის იყო სამეფო ქორწილში და ხშირად  ჩნდება მათთან ერთად მაღალი საზოგადოების წვეულებებზე.

როუზის აგარაკი კეიტის და უილიამის რეზიდენციასთან ახლოს მდებარეობს  და როგორც ინსაიდერები ამბობენ, ჰერცოგს როუზთან განმარტოებით, არამეგობრული შეხვედრები ხშირად აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაოჯახებულია.

Related image

როგორც ამბობენ, პირველად, როდესაც კეიტმა შენიშნა მის მეგობარსა და მეუღლეს შორის ურთიერთობა, ჰერცოგს შეუზღუდა როუზთან  და მის მეუღლესთან - დევიდ როკსევეჯთან კომუნიკაცია, თუმცა უილიამი უარყოფდა მასთან კონტაქტს. „მიუხედავად მათი მაღალი სოციალური სტატუსისა, კეიტმა აკრძალა მათი მაღალ საზოგადოებაში გამოჩენა“- აცხადებს ოჯახთან დაახლოებული პირი.

Image result for prince william and kate

სხვათა შორის, სამეფო კარზეც ხმაური ატყდა ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც პრინც უილიამის ადვოკატი აცხადებს, აუცილებლად შეიტანს სასამართლოში სარჩელს ტაბლოიდების წინააღმდეგ, ვინაიდან ეს ჰერცოგის რეპუტაციაზე ცუდად აისახება. „ეს ყველაფერი ჩვეულებრივ სპეკულაციას ჰგავს. ჩვენი კლიენტების პირადი ცხოვრების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება მათი უფლებების დარღვევას ნიშნავს, რაც „ადამიანთა უფლებების ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლის დარღვევაზე პირდაპირ აისახება“ - განუცხადეს პრინც უილიამის ადვოკატებმა Daily Beast-ს.

Related image

ჩვენ კი, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და იმედია, ეს მორიგი ჭორი აღმოჩნდება, ხოლო სამეფო ოჯახს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება.

წყარო:peopletalk