9 აპრილს მომღერალ ალბინა ჯანაბაევას 40 წლის იუბილე ჰქონდა. მომღერალი მთელი დღის განმავლობაში მილოცვებს იღებდა კოლეგებისა და მეგობრებისგან. გამონაკლისი არც მისი მეუღლე ვალერი მელაძე აღმოჩნდა.
ვალერიმ თავის "ინსტაგრამგვერდზე" გამოაქვეყნა ალბინას ფოტო წარწერით: „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ალბინუშკა!!“
შეგახსენებთ, რომ მომღერლები უკვე 10 წელია ერთად არიან. მათი რომანის შესახებ ცნობილი გახდა 2009 წელს, ხოლო 2014 წელს ვალერი ოფიციალურად გაეყარა პირველ მეუღლე ირინას, რომლისგანაც სამი ქალიშვილი ჰყავს: 28 წლის ინგა, 19 წლის სოფია და 16 წლის არინა. სწორედ ამ პერიოდში აღიარა, რომ „ვია-გრას“ სოლისტისგან ჰყავს 15 წლის ვაჟი კონსტანტინე. მომღერალმა ამ ამბის დაანონსების შემდეგ მალევე მოიყვანა ცოლად ალბინა ჯანაბაევა, რის შემდეგაც წყვილი მუდმივად ერთად ჩნდება წვეულებებზე.
წყარო:peopletalk