ნუკი კოშკელიშვილი: "გვიანი არასდროს არის, ახლაც შეიძლება ყველაფრის შეცვლა!"

ნუკი კოშკელიშვილი: "გვიანი არასდროს არის, ახლაც შეიძლება ყველაფრის შეცვლა!"
მოდელსა და ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილს ბოლო პერიოდში ერთგვარი შესვენება ჰქონდა. იმ თვალსაზრისით, რომ საჯაროდ ქალურ თემებზე საუბრისგან თავს იკავებდა. ნუკის ბოლო ასეთი პოსტი მოტივაციის დაკარგვაზე იყო.
გამომწერებს მოენატრათ მისი ნააზრევის მოსმენა და ერთ-ერთმა ასეთი კომენტარიც დაუწერა: "საერთოდ ასეთი სახის კარგ ფოტოებს, რაღაც ძაან კარგ და ვრცელ ,,სტატიას,, უთმობდი და უცნაურია ახლანდელი სიცარიელე".
როგორც ჩანს ნუკიმ ეს ყოველივე გაითვალისწინა და ახალი შემართებითა და ენერგიით ისაუბრა კიდევ ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე.

აი რას ფიქრობს ის ქორწინების შემდეგ ქალის
ცხოვრებაზე, თავის მოვლასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე
:

"არ აქვს მნიშვნელობა დედა ხარ, ბებია თუ უბრალოდ დიასახლისი. უნდა შევახსენოთ ჩვენ თავს რომ ლამაზები და მიმზიდველები ვართ.
მე მქონია პერიოდი როდესაც გათხოვების შემდეგ, სულ სახლურად, გაჩეჩილს, შეუღებავს გამიტარებია რამდენიმე დღე.
და მერე შენს მეუღლეს კი არ ეცვლება შენზე წარმოდგენა, შენ თავად კარგავ იმ თავდაჯერებულობას რაც აქამდე გქონდა.
თანაცხოვრების პირველი დღიდან უნდა დააწესოთ დრო საკუთარი თავისთვის, უნდა დააყენოთ თქვენი თავი უპირველეს ყოვლისა.
მეუღლემ უნდა იცოდეს, რომ დღეს მისი ცოლი მთელი დღე თავის თავს უთმობს.
ვიცი, ვიცი ასე არ ხდება.
და იცით, ეს არის ოჯახში განხეთქილებების მთავარი მიზეზი. ჩვენ მოვლილები ლამაზები ვთხოვდებით. მერე გადავყვებით (სიყვარულით) ჩვენს მეორე ნახევარს, მერე ბავშვები, ის ეს და ჩვენი თავი გვავიწყდება.
5 წლის მერე რომ მოვუტრიალდეთ ქმარს და ვუთხრათ: "დღეს მე არ მცალია თავს ვუვლი, მოდი ახლა შენ მიხედე ბავშვს და საჭმელს, უკვირთ და არ მოსწონთ.

გაგიკვირდება, აბა რა, ხუთი წელი არაფერი გჭირდებოდა ახლა რატომ მოგინდა.
არ ვიცი გადმოგეცით თუ არა აზრი სწორად.. იმის თქმა მინდა, რომ ურთიერთობის პირველი დღიდან უნდა იყოთ ის ვინც ხართ და უნდა გიყვარდეთ თქვენი თავი პირველ რიგში და მერე უკვე ყველა დანარჩენი.
ქართველ ქალს სჩვევია სიყვარულით ოჯახზე გადაყოლა და თავის დავიწყება, სამწუხაროდ ამას არავინ აფასებს..
მე იმას არ ვიძახი არ უნდა მიხედო ოჯახს, უბრალოდ ჩვენ თავსაც ნუ დავივიწყებთ, თორემ დრო გავა, უკან მოიხედებით და რა შეგრჩებათ? დალაგებული სახლი და ცხელი სადილი? არ ჯობია ბედნიერი განვლილი წლები? და ქალი ბედნიერია, როცა ლამაზია და მოვლილია, დასვენებული და დაფასებული! ვიცი თქმა ადვილია, შესრულება თქვი. მაგრამ გვიანი არასდროს არის, ახლაც შეიძლება ყველაფრის შეცვლა. ვხოვრობთ მხოლოდ ერთხელ.. ეს ისე, ჩემი ფიქრები გაგიზიარეთ".


ნუკის ამგვარ განცხადებას ქალბატონებისგან დადებითი შეფასებები მოჰყვა: "გეთანხმები, შენ ის გაგვიზიარე რასაც ჩვენ ვკლავთ ჩვენში. არასდროს უნდა დავკარგოთ ქალურობა და მიმზედველობა, სურვილი იმის, რომ გამოვიყურებოდეთ მუდამ კარგად. მე გაღვიძებული არ ვიყავი, უკვე გაპრანჭული ვიყავი, მაგრამ დღეს ერთი თმააწეწილი დიასახლისი ვარ. კიდევ კარგი, რომ ჯერ არ შევგუებულვარ და შენმა პოსტმა ხომ საერთოდ გამომაფხიზლა",
"ნუკი, რა საყვარელი ხარ.აბსოლიტურად სწორად გადმოეცი ყველა სიტყვაში. გამუდმებით იმის მცდელობაში ვარ, რომ საკუთარი თავი არ დავკარგო", "მიყვარს ეს თქვენი ახალი პოსტები. მოლოდინი მაქვს, როდის დადებთ ხოლმე. რაც შეეხება დედობას, მეუღლეობას და ქალობას, ვთვლი რომ ამ ყველაფრის შეთავსება შესაძლებელია თუ კი ქალს ეს უნდა‼️ არასდროს არ უნდა დავკარგოთ საკუთარი თავი, თორემ ასეთი არც სხვებისთვის ვიქნებით სასურველი. ამიტომ ქალბატონებს გვაკისრია განსაკუთრებული მისია, რომ ყველაფერი უნდა ვაკეთოთ "high level-ზე",
"გეთანხმები 100%-ით, დედაც ვარ, მეგობარიც და ცოლიც, მაგრამ არასდროს არ მავიწყდება პირველ რიგში რომ ქალი ვარ. სულ ვუვლი თავს. ქმარი მიჩვეულია. სალონში დავდივარ, მეგობრებსაც ვხვდები, კონცერტებზე დავდივარ და ოჯახსაც ვუვლი! ჩემი "private space" მჭირდება", "ხშირად ხდება, რომ მაგ ყველაფრის არ გათვალისწინების და თავის მოუვლელობის, საკუთარი მიმზიდველობის-სექსუალურობის, ხიბლის და პირადი დროის დაკარგვის გამო- ვკარგავთ განწყობას და ჩვენი თვითშეფასებაც დაბლა ჩამოდის, რის გამოც ნელ-ნელა გულჩათხრობილები და სევდიანები, ცოტა აგრესიულებიც კი ვხდებით. ამის შედეგად კი საკუთარ მეუღლეებსაც ნაკლებად მოვწონვართ და იმ სიცოცხლის ფერებით აღსავსე გოგონებისკენ გაურბით თვალი რომლებსაც ეს პრობლემები არ აქვთ. სწორად ისეთებისკენ როგორებიც წლების უკან ჩვენ ვიყავით და მოდით მერე ნუ გაგვიკვირდება, თუ საკუთარ მეუღლეებსაც აღარ ვუნდივართ. ასეთი უსიცოცხლო, ხომ ჩვენც არ გვინდა ჩვენი თავები".

ფაქტია, რომ ეს ქართველი ქალბატონებისთვის ძალიან მტკივნეული და ამავდროულად გააზრებული თემაა, რადგან ისინი ახერხებენ, რომ მკაფიოდ ჩამოაყალიბონ აზრი ამ საკამათო თემასთან დაკავშირებით.
ჩვენ კი გისურვებთ, იყოთ ლაღები, არასდროს დაივიწყოთ, რომ ძალიან ლამაზები ხართ და იბრძოლოთ იმისთვის, რომ თქვენი თავით ყოველმხრივ კმაყოფილი რჩებოდეთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი