12 ცნობილი ქალი, რომლებიც არ ცდილობენ, თავი სრულყოფილად მოგვაჩვენონ და გვიჩვენებენ თავიანთ ცხოვრებას ისე, როგორიც რეალურად არის.
ქლოე კარდაშიანმა გადაწყვიტა, ფოტოზე 5 თვის ქალიშვილის სახე აპლიკაციის გამოყენებით დაემუშავებინა. ეს არარეალური ფოტო ასახავს, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ადამიანი იმის მცდელობაში, რომ გამოიყურებოდეს სოციალურ ქსელში იმაზე უკეთ, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. თუმცა, არიან ვარსკვლავებიც, რომლებიც არ მისდევენ ამ ტენდენციას და ამჯობინებენ ბუნებრიობას.
გთავაზობთ ცნობილი დედების ფოტოებს, რომლებიც გულახდილები არიან და არ ეშინიათ იმის ჩვენების, რომ ისინი შესაძლოა დაიღალონ, იყვნენ უმაკიაჟოდ, არ აკმაყოფილებდნენ მოდურ სტანდარტებს, როცა ბედნიერების მწვერვალზე არიან.
12. ოლივია უაილდი
M.D TV-ის ვარსკვლავს ორი შვილი ჰყავს: ვაჟი - ოტის ალექსანდერ და ქალიშვილი - დეისი ჯოსეფინა. ოლივია ამჟღავნებს, როგორ გამოიყურება ტიპური დედა გრძელი და დამქანცველი დღის შემდეგ ბავშვებთან ერთად. “მე ამ ვარცხნილობას ვეძახი “შეინარჩუნე ბავშვი ცოცხალმა”. პროდუქტები, რომლებიც დაგჭირდებათ: ოფლი, თმაში გაჩრილი ფანქარი, საბავშვო კრემი, პანიკური დაღლილობა და ენთუზიაზმი.“
11. ჯესიკა ალბა
სამი შვილის დედაა (მისი ქალიშვილები 11 და 8 წლის არიან და ვაჟი - 2 წლის).
ალბა იცინის და ამბობს: “როდესაც იგებ, რომ ვეღარასდროს დაიძინებ ნორმალურად, აანალიზებ, რომ დედა გახდი”.
10. ჰილარი დაფი
ჰილარი დაფმა 2018 წელს გააჩინა მეორე შვილი. მან "ინსტაგრამზე" დაპოსტა ვიდეო, რომელიც ასახავს თავისი ქალიშვილის სიცოცხლის პირველ წუთებს. არანაირი გლამური, უბრალოდ ბედნიერება და ცხოვრებისეული სასწაული.
9. ალისია მილანო
ალისიას ორი შვილი ჰყავს: მილო, რომელიც 8 წლისაა და 5 წლის ელიზაბელა.
მსახიობს 2009 წელს მუცელი მოეშალა. დეპრესიის გადალახვის შემდეგ შეეძინა ვაჟი. მილანო არ უშინდება მის ტრავმაზე ლაპარაკს იმ იმედით, რომ ამ გზით დაეხმარება მილიონობით ქალს, რომლებიც შესაძლოა თავს მარტოდ გრძნობენ.
8. რიზ უიზერსპუნი
“როგორ ვახერხებ, მყავდეს სამი შვილი და სრულგანაკვეთიანი სამსახური? აი, ასე…” -განმარტავს რისი.
მაგრამ მსახიობმა იცის, როგორ იყოს ბედნიერი და ისიამოვნოს დედობით...
7. ქრისი ტეიგენი
როგორ იღებენ სელფის.
5. რობინ ლოული
მოდელი რობინ ლოული თავის ქალიშვილთან, რიფლეისთან ერთად.
4. ზოი სალდანა
ზოის ჰყავს 3 შვილი. სელებრითი დედა ნამდვილად ამაყობს თავისი შვილებით.
3. დრიუ ბერიმორი
მსახიობს ჰყავს ორი ქალიშვილი.
ბერიმორი მოუწოდებს ქალბატონებს, რომ არასრულყოფილი სხეულის ქონის გამო ნუ გაუწყრებიან საკუთარ თავებს. ამის ნაცვლად, ისიამოვნონ დედობით. “ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ჩვეულებრივი ამბავია, ვთქვათ, “ვაუ, სულ რაღაც ორი კვირაა იმშობიარა და რა მაგრად გამოიყურება.” მე არ მინდა, ამ ჯოჯოხეთის ნაწილი ვიყო. მე არასდროს მინდოდა, სანაპიროზე ყველა მომშტერებოდა. მე აბსოლუტურად განსხვავებული სხეულის ტიპი მაქვს. მე უბრალოდ მინდა უკეთ შევიგრძნო ჩემი სხეული და მიყვარდეს საკუთარი თავი.”
2. ფინქი
ფინქი ორი შვილის დედაა. მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ მომღერალი 73 კილოგრამს იწონიდა და მისი სიმაღლეა 1.60 სმ. მაგრამ ვარსკვლავი არ ღელავდა წონის გამო. ის გრძნობდა, რომ იყო ის, ვინც იყო და მოუწოდებს დედებს, დაივიწყონ სილამაზის საერთაშორისო სტანდარტები.
1. ლივ ტაილერი
ლივსა და მის მეუღლეს, დევიდს 4 შვილი ჰყავთ.
მსახიობი არ მალავს, რომ ოთხი შვილის დედობა ძალიან რთულია, მაგრამ ის ყოველთვის ოცნებობდა დიდ ოჯახზე.