ანვარ ჰადიდი: 8 საინტერესო ფაქტი ბელა და ჯიჯი ჰადიდების უმცროს ძმაზე (+ ფოტო)

ანვარ ჰადიდი: 8 საინტერესო ფაქტი ბელა და ჯიჯი ჰადიდების უმცროს ძმაზე (+ ფოტო)
ბელა და ჯიჯი ჰადიდები მომენტალურად გახდნენ პოპულარულები. მოდის ინდუსტრიაში დღეს ისინი ყველაზე მოთხოვნადი და ლამაზი მოდელებია არიან. მათი დედა, ლამაზმანი იოლანდა, ახალგაზრდობაში საკმაოდ წარმატებული მოდელი იყო, თუმცა კარიერას ოჯახი ამჯობინა. იოლანდას პირველად ჯიჯი გაუჩნდა, შემდეგ ბელა და ბოლოს ვაჟი - ანვარ ჰადიდი. სხვათა შორის, ყველას ეგონა, რომ ვაჟი ბიზნესმენი მამის, მოჰამედის გზას გააგრძელებდა, მაგრამ მან დედისა და დების გზა აირჩია.

  1. ანვარის დებიუტი 2015 წელს შედგა. მან Nylon-ის ყდა დაამშვენა. 19 წლის მოდელმა სააგენტო IMG-თან გააფორმა კონტრაქტი.
  2. მოდელობამდე ანვარი ფეხბურთით იყო გატაცებული.
  3. მას, ისევე, როგორც დედასა და მის დებს, აქვს უიშვიათესი დაავადება - ლაიმის.
  4. ბიჭის სხეულს უამრავი ტატუ ამშვენებს: წარწერები, დაბადების თარიღები, ვარდი, ჩიტი, გული, პეპელა. მას ძალიან უყვარს ტატუები და გაჩერებას არ აპირებს.
  5. მისი სახელი - ანვარი - არაბულიდან ითარგმნება, როგორც "ნათელი", "ბზინვარე".
  6. ანვარს ძალიან უყვარს თავისი ოჯახი. თავის Instagram-გვერდზე იგი ხშირად აქვეყნებს დედასთან, დებთან და ნახევარდებთან გადაღებულ სასაცილო ბავშვობის ფოტოებს.
  7. ანვარი წელიწად-ნახევარი ხვდებოდა მსახიობს ნიკოლ პელტცს. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად (ნიკოლი ანვარზე 5 წლით უფროსია), წყვილი ბედნიერად გამოიყურებოდა. ნიკოლთან დაშორების შემდეგ ფოტორეპორტიორებმა ანვარი კენდალ ჯენერთან კოცნის დროს გადაიღეს. მოდელთან რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა. ახლა ბიჭის გული თავისუფალია.
  8. ცოტა ხნის წინ ანვარმა სამკაულების საკუთარი კოლექცია შექმნა. ვერცხლისგან დამზადებული მინიმალისტური ბეჭდები, სამაჯურები და გულსაკიდები საყვარლად გამოიყურება.

წყარო: lady-4-lady.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი