ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ბოლო პერიოდში დიდ დროს უთმობენ ერთმანეთს და თავიანთ ქალიშვილს - ლეას. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ძალიან სახალისო ვიდეო გამოჩნდა მათი მონაწილეობით.
შოუს - Ex On The Beach-ის მონაწილეები, ჯეი სტარეტი და კორი ბრუქსი პრომო ვიდეოს იღებდნენ, როდესაც კადრში შემთხვევით ვარსკვლავური ოჯახი გამოჩნდა. ბრედლი ძაღლს ასეირნებს, ხოლო ირინას ლეა მოჰყავს.
სტარეტმა "ინსტაგრამში" ის "წარუმატებელი დუბლი" ატვირთა, რომელმაც ხელი შეუშალა მათ ვიდეოს გადაღებაში.