"ძალიან ვრისკავ... მაგრამ არ მეშინია!" - ნინა წკრიალაშვილმა დაასახელა მამაკაცი, რომელმაც მისი თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელა

"ძალიან ვრისკავ... მაგრამ არ მეშინია!" - ნინა წკრიალაშვილმა დაასახელა მამაკაცი, რომელმაც მისი თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელა
"რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის" ეთერ­ში მომ­ღე­რალ­მა ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ძა­ლი­ან გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა და ბევ­რი დღემ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლი გა­აჟ­ღე­რა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­დან.

გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა ია ფა­რუ­ლა­ვამ ერთ-ერთი ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტი­დან ამო­ი­ღო კი­თხვა "შიშ­ვე­ლი ნი­ნას ვი­დე­ოს" შე­სა­ხებ. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბით შან­ტა­ჟის შე­სა­ხებ ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა ხმა­მაღ­ლა და ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად ისა­უბ­რა და და­ა­სა­ხე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბა, რო­მელ­საც კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ნი­ნას თქმით, ამ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი წლის პირ­ველ დღეს გა­ი­გო, როცა პირ­ველ იან­ვარს მის ტე­ლე­ფონ­ზე უც­ნა­უ­რი ზა­რე­ბი
შე­მო­დი­ო­და და ყვე­ლა მის მდგო­მა­რე­ო­ბას კი­თხუ­ლობ­და.

"მარ­თლა რა არ გა­და­მი­ტა­ნია, მაგ­რამ ამ დროს ვი­ყა­ვი სრუ­ლი­ად უძ­ლუ­რი. გიჩ­ნდე­ბა კი­თხვე­ბი, რო­გორ გაგ­წი­რეს. არ გინ­და, იცო­ცხლო ან გინ­და, მოკ­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა. ვფიქ­რობ­დი, რო­გორ მო­მეკ­ლა, საქ­ვეყ­ნოდ მინ­დო­და და­მე­ჯიჯგნა... რა უნდა მე­ფიქ­რა? ადა­მი­ა­ნი რომ გი­მე­ტებს ისე, რომ ახალ წელს მე­სენ­ჯერ­ში ვირუ­სის სა­ხით მის­დის ეს 10 000 ადა­მი­ანს და ისი­ნი გა­და­უგ­ზავ­ნიდ­ნენ თა­ვიანთ მე­გობ­რებს...


თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ რა­შიც გა­მი­მარ­თლა, მყავს ყვე­ლა­ზე მა­გა­რი შვი­ლი! ამ ვი­დე­ოს შემ­დეგ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მიშა გა­სი­ტაშ­ვილ­მა წა­მიყ­ვა­ნა სტამ­ბოლ­ში, ფე­ხით რომ მევ­ლო ბევ­რი... ჩემს შვილს ვუ­თხა­რი: სან­დრო, რა­ღაც პრობ­ლე­მა მაქვს და ვერ გავ­ჩერ­დი მან­დ-მეთ­ქი. და ბავ­შვი მე­უბ­ნე­ბა - "რაზე მე­უბ­ნე­ბი, იმ ვი­დე­ო­ზე? კი, ვიცი... მე ვიცი, ვინც გა­გი­კე­თა ეს ყვე­ლა­ფე­რი და თუ ამ­დე­ნი იმი­ტომ იწ­ვა­ლე, რომ ამის გამო მოკ­ვდე, ასე­თი სუს­ტი ადა­მი­ა­ნი არ მგო­ნი­ხა­რო".

მა­მას­თან არ მი­სა­უბ­რია ამა­ზე, მაგ­რამ დე­დას და ჩემს დას რომ ვუ­თხა­რი, მათი რე­აქ­ცია იყო: ძა­ლი­ან ცუ­დია, მაგ­რამ ასე­თე­ბი გა­და­გი­ტა­ნიაო? ჰო, სიკ­ვდი­ლი გა­და­მი­ტა­ნია, მი­ტო­ვე­ბა და დამ­ცი­რე­ბა გა­და­მი­ტა­ნია, ძა­ლა­დო­ბა გა­და­მი­ტა­ნია, "პა­ხა­ო­ბა", შიმ­ში­ლი... მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რო­გორ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ახლა არა. თვით­მკვლე­ლო­ბას ვა­პი­რებ­დი, ყო­ველ­დღე მინ­დო­და მოვმკვდა­რი­ყა­ვი... ორი ვა­რი­ან­ტი გაქვს: ან უნდა ადგე და გა­აგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა, ან უნდა მოკ­ვდე. იცი, რო­გორ გა­მო­ვე­დი კიდევ? მე და ზა­ლი­კო წა­ვე­დით ბერ­ლინ­ში, გა­ვერ­თეთ, ბევ­რი დავ­ლი­ეთ და ბევ­რი ვი­ა­რეთ..." - ჰყვე­ბა ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი