იმდენი ბურთი არ მოუწოდებია ანა კურნიკოვას თავისი სპორტული კარიერის მანძილზე, რამდენი სტატიაც შეუთხზავთ ჟურნალისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან კორტს მიღმა მისი ამბების თუ სიყვარულის ისტორიის შესახებ.
კურნიკოვამ სპორტული მიღწევებით ბევრი ვერაფერი სალაპარაკო მისცა მსოფლიო მედიას. სამაგიეროდ, რუსმა თავის სილამაზეზე აალაპარაკა პრესა, დაიპყრო მაღალტირაჟიანი ჟურნალების პირველი გვერდები. მისი გულის მოსაგებად საყოველთაოდ ცნობილი კომპანიები საკონტრაქტოდ ფულს არასოდეს იშურებდნენ.
ანა "დიდი მუზარადის" სერიის ტურნირების მხოლოდ ორგზის გამარჯვებულია წყვილთა თანრიგში. ინდივიდუალურ შეჯიბრებებში კი უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალში გასვლა მისი კარიერის ზენიტი აღმოჩნდა. მსოფლიო რეიტინგში ეს გოგონა ყველაზე მაღლა მე-8 ადგილამდე ავიდა. პროფესიონალური კარიერა კურნიკოვამ 21 წლის ასაკში დაასრულა.
"რასაკვირველია, არ მინდოდა დამთავრება და ბევრჯერ ვიფიქრე სპორტში დაბრუნებაც, მაგრამ შეჩერების შემდეგ პირველი ორი წლის განმავლობაში 100%-ით მზად არ ვიყავი დასაბრუნებლად და რადგან არ მახასიათებს მოვკიდო ხელი იმ საქმეს, სადაც ბოლომდე მზად არ ვარ, ამიტომაც ვერ დავბრუნდი" - თქვა მოგვიანებით მან.
ეს მისი პოზიცია იყო, რომელიც სპეციალისტების თვალსაზრისს არ ემთხვეოდა. ეს უკანასკნელნი ფიქრობდნენ, რომ რადგან "კურნის" ძალიან უჭირდა, საკუთარ კორტსმიღმა პოპულარობას სპორტული წარმატებებით დასწეოდა, არჩია, სულაც წასულიყო. მეტიც, სპორტული წარუმატებლობები უკვე მის რეპუტაციაზე ცუდად მოქმედებდა.
გაგრძელება