როგორც ჩანს, მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი „Game of throne“-ის დიდი გულშემატკივარია.
ცოტა ხნის წინ მან "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს: „ჩემი არ ვიცი, მაგრამ ბენი საშინლად ჰგავს ჯონ სნოუს!!! თქვენ უყურებთ „Game of Throne"-ს? თუ კი, ვინ არის თქვენი საყვარელი პერსონაჟი? ან თუ აიგივებთ თქვენს თავს რომელიმესთან?".
მთავარი კი ის არის, რომ გამომწერების გასახალისებლად და დადებითი მუხტის შემოსატანად მისი და ბენჯი ჩაიმის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ცოლ-ქმარმა მთავარი როლი პროგრამის მეშვეობით მოირგო.
აი, როგორ გამოეხმაურნენ ნუკის „ინსტაგრამის“ მიმდევრები: „სულ ვფიქრობდი, ვის ჰგავს ეს გოგო-თქო და აი, ვის“, „ნუკი დეინერის კოშკელიშვილი“, „მართლაც, ნუკი, ბენი ძალიან ჰგავს ჯონ სნოუს“, „ვაიმე, მართლა როგორ ჰგავს“, „ნუკი, შენც მოიხდენდი დანერისის როლს, ძალიან მოგიხდებოდა. მე მჯერა, რომ მალე გიხილავთ ჰოლივუდის რომელიმე ფილმში“, „კი, ვუყურებ. რობ სტარკი მომწონდა ძალიან და ჯონ სნოუც, რაღაცნაირად თავიდანვე ვგულშემატკივრობდი. უბრალოდ, სტარკები რომ ამოხოცეს, იმდენად მოულოდნელი იყო და ისეთი შოკი მივიღე, მახსოვს, სამი თვე აღარ გამიგრძელებია ყურება“, „ნუკი, ძალიან მიყვარხარ, ლამაზი წყვილი ხართ, აქაც კი უხდებით“.
წყვილმა მეგობრებისგან ბევრი კომპლიმენტი და სახალისო კომენტარი მიიღო.
თქვენ რას იტყვით, უყურებთ „Game of throne"-ს?