მოდელი კრისტი ყიფშიძე იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნება,
რომლებიც წლების მატებასთან ერთად უფრო მომხიბვლელები ხდებიან. შესაბამისად, ქართული პოდიუმი, სარეკლამო კამპანიები და ბილბორდები წარმოუდგენელია მის გარეშე.
კრისტი, როგორც ინტერვიუებში აღნიშნავს, თავის მოვლას განსაკუთრებულ დროს არ ანდომებს და ის ფორმები, რაც გააჩნია, მეტწილად გენეტიკის დამსახურებაა. შეგახსენებთ, რომ მოდელს მსახიობ გიორგი ყიფშიძისგან ქალიშვილი - ნატალია ჰყავს.
როგორც ჩანს, მოდელის მჭიდრო განრიგში დასვენებისთვისაც გამოჩნდა დრო. შესაბამისად, „მარაო“ გიზიარებთ მომხიბვლელი კრისტის "ეგზოტიკურ არდადეგებს", მუდამ მზიანი ბალიდან.
წყარო:instagram