ნუკი კოშკელიშვილი: "საქართველოში გოგოებს ზრდიან იმ აზრის დანერგვით, რომ..."

ნუკი კოშკელიშვილი: "საქართველოში გოგოებს ზრდიან იმ აზრის დანერგვით, რომ..."
ალბათ, არ გაგაკვირვებთ ის ფაქტი, თუ გეტყვით, რომ მოდელმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა კიდევ ერთი პოსტი შემოგვთავაზა, რომელიც წინა თემებთან შედარებით, არანაკლებ აქტუალურია. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ხომ სწორედ ის არის, რაზეც დავა ან უბრალოდ მსჯელობა საუკუნოდ შეიძლება.
ამჯერად ნუკი შეეხო ძალიან მტკივნეულ თემას, რომელიც თაობებსაც მოიცავს და საზოგადოდ, დასაფიქრებელია. აგრეთვე, გეტყვით იმასაც, რომ როგორც თავად აღნიშნავს, მისი პოსტები არასდროსაა მიზანმიმართული იმისკენ, რომ ვინმე გააღიზიანოს. ამ პოსტს იმაზე მეტი ქალბატონი გამოეხმაურა, ვიდრე აქამდე:
ნუკი კოშკელიშვილი: "როგორ
ფიქრობთ, რას აფასებენ ქალში მამაკაცები ყველაზე მეტად? იცით, რაზე ვფიქრობდი ცოტა ხნის წინ? ხშირად საქართველოში გოგოებს ზრდიან იმ აზრის დანერგვით, რომ ქალმა საჭმლის გაკეთება უნდა იცოდეს, სახლის დალაგება უნდა იცოდეს.
და უცნაური ქართული სტატისტიკა ის არის, რომ ხაჭაპურსაც გამოაცხობ, სახლსაც დაალაგებ და ხვალ იმას გაიგებ, რომ არაფრის მაქნის, მაგრამ გამოპრანჭულ გოგონასთან დადის შენი ქმარი.
ესე იგი, თუ დიასახლისი ხარ, ცოლად კი მოგიყვანენ, მაგრამ ერთგულებას ვერ დაგპირდებიან.
თუ არ იწუხებ თავს მომსახურებით, “შენ რა ოჯახში შემოსაშვები ხარ”, მაგრამ მუდმივ საყვარლად/სიყვარულად გამოდგები.
არ გეჩვენებათ, რომ უცნაურად ვანაწილებთ ფასეულობებს. შეიძლება სწორედ მაგის გამო დავაფასე ჩემი ქმრის დამოკიდებულება, საჭმლის გაკეთებაც იცის და სახლსაც დაალაგებს.
რა თქმა უნდა, მე არც ერთს ვაკეთებინებ და არც მეორეს. საჭმელსაც დიდი სიამოვნებით ვუკეთებ და სახლსაც ვალაგებ (ნაკლები სიამოვნებით) Smile.

უბრალოდ, მიხარია, რომ მიფასდება შრომა და იმის განცდაც არ მაქვს, რომ ამისა თუ იმის გამო მომიყვანა ცოლად.
კარგი იქნება, თუ ბიჭებს ბავშვობიდან ვასწავლით თავის მოვლას, რომ არ ეგონოთ, ამისთვის მოსამსახურე უნდა მოიყვანონ ცოლად და გოგოებსაც ვასწავლოთ, რომ ვალდებულები არ არიან, თავიანთი ცხოვრება გაზქურას და იატაკის საწმენდს მიუძღვნან.
ეჰჰჰ, არ ვიცი, რამდენად გამოვხატე ჩემი აზრი, არ ჩამქოლოთ, უბრალოდ გეჭორავებით..."

გთავაზობთ ქალბატონების მიერ დაწერილ ტოპ-კომენტარებს, რომლებიც ნუკის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა:
"როცა ყველაფერს ერთად ასწრებ, საჭმელიც იდეალური გამოგდის, ხაჭაპურიც, დალაგებაც, საკუთარ თავსაც უვლი, ქმარსაც, შვილებსაც ასევე იდეალურად და აი, ამ შემთხვევაშიც რომ გაიხედავს კაცი სხვისკენ, იმას კაცი არ ჰქვია... არადა, ბევრია ჩემ გარშემო ასეთი იდეალური ქალი, მაგრამ იდეალურობაც არ კმარა, თუკი ღალატი სისხლში აქვს გამჯდარი... პ.ს. აქვე ლადო ასათიანის სიტყვებს მოვიშველიებ: კაცის გული ასეთია, ვით მორევი შავი ზღვისა, რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა". 

"მოკლედ, ყველა კომენტარს გადავავლე თვალი. ჩემი მეუღლე დილით 8 საათზე დგება. 2 ბავშვს აჭმევს, აცმევს, უცვლის, ბანს, ყავას მიმზადებს და მერე მაღვიძებს. როცა ვდგები, მერე მიდის თავის საქმეებზე და საღამოს დაუღალავად მეხმარება აბსოლუტურად ყველაფერში. გარდა საჭმლის გაკეთებისა. მიყვარს კეთება და ვერავის ვანდობ!! ხშირად გაჰყავს ბავშვები სასეირნოდ და მაძლევს საშუალებას, თავსაც მივხედო. ბევრ მამაკაცს ვიცნობ ჩვენი ოჯახის ირგვლივ, ვინც ასე ექცევა ცოლს. მგონი, ეგ დრო, როცა ცოლი მხოლოდ დამლაგებელი და ბავშვების მომვლელი იყო, დამთავრდასავით." 

"ზუსტად მსჯელობთ. გეთანხმებით. მეც თქვენსავით გამიმართლა. ნუ, საჭმლის მომზადება არ იცის, მაგრამ არ დაგაწიოკებს, თუ საჭმელი არ დახვდა, რამეს გამოძებნის. ჩვენ ორი ბიჭი გვყავს და ვცდილობთ, ახლავე ისწავლონ ქალის, პირველ რიგში, როგორც ადამიანის დაფასება. არ ვაძლევ საშუალებას, მათი ნივთები სხვამ ალაგოს. ამასობაში მიეჩვევიან, ჩვევაში გადაუვათ და იმედია, ჩემი მომავალი რძლებიც მადლობას მეტყვიან. (ნუ მეტყვიან, ერთად იცხოვრონ ბედნიერი თანაცხოვრებით)". 
"მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მამაკაცის მენტალობაზეა. მთავარია, დედამისი არ ერეოდეს თქვენს პირადში, რადგან საქართველოში მეტი წილი დედა მესაკუთრეა და ხშირ შემთხვევაში უნდა ეგუებოდე, რომ ვერ მოაწონებ თავს. რაც შეეხება მამაკაცს, მთავარია, ძალიან აზიატი არ იყოს. სხვა შემთხვევაში ამის გასაღები არ არსებობს, როგორს მოგიწონებს, რომ სხვისკენ არ გაიქცეს. ეს უკვე მამაკაცის ბუნებაა. ჩვენ მარტო ვცხოვრობთ. არ ვიყავი გადასარევი მზარეული, მაგრამ მისთვის ვცდილობ, რაც სიამოვნებს და უყვარს, ვისწავლო და გავუკეთო. ამას სიამოვნებით ვაკეთებ და მისგანაც ვგრძნობ პატივისცემას. ყოველთვის ხალისიანი ვარ, ვატარებ ბევრ რამეს და ვცდილობ, მზრუნველობა არ მოვაკლო (მამაკაცები ხომ დიდი ბავშვები არიან, მუდამ სიამოვნებთ მზრუნველობა). ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიფასდება მისგან".
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ხო. ტ
100%
15:15 / 25-04-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93