ჩვენ შევადგინეთ ქართველი ქალების ხუთეული, ვინც მარტოხელაა, თუმცა ამტკიცებს იმას, რომ მარტო ყოფნა განაჩენი არ არის.
ისინი შესანიშნავად გამოიყურებიან. ცდილობენ, რომ იბრძოლონ, არ გაჩერდნენ და მათ გარშემო ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც მათთვის კომპლიმენტებს არ იშურებენ.
ნინო გაჩეჩილაძე - მშვენიერ მსახიობს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და როგორც ხედავთ, ასაკთან ერთად სულ უფრო და უფრო ლამაზდება. ალბათ, გეცოდინებათ ის, რომ მას ოდრი ჰეპბერნსაც ადარებენ. ჩაცმის სტილით და მანერებით ნინო ყოველთვის გამოირჩეოდა. "ინსტაგრამზე" ახალ ფოტოებს ხშირად გვთავაზობს და ცდილობს, რომ ღიმილით გაგვანებივროს.
ია ფარულავა - ვინ იცის, რამდენი მამაკაცის ოცნების ქალია დღემდე. მის ფოტოებზე არაერთ ზღაპრულ კომენტარს წააწყდებით. ია არ ჩერდება და მუდმივად ცდილობს, ბრწყინავდეს და საინტერესო სამსახური ჰქონდეს.
აქტიურად აქვეყნებს ახალ-ახალ ფოტოებს და ფერად კაბებს ირგებს, რომლითაც თავის სილამაზეს უფრო წარმოაჩენს. ადამიანებს თავისი პოზიტივით, იუმორის გრძნობითა და არაჩვეულებრივი გარეგნობით ხიბლავს.
კრისტი ყიფშიძე - მოდელს გამორჩეული ჩაცმის სტილი აქვს. გემოვნებაში არც მისი გოგონა - ნატალია ჩამორჩება. ბოლო პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სახის ფოტოსესიაში და მშვენიერი ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ასეთი ახალი სესიის ინსპირატორი თვით სოფი ლორენი გახლდათ. ფოტოგრაფი სწორედ სოფის ფოტოებმა შთააგონა და კრისტისაც ძველი სტილის სამოსი ძალიან მოუხდა.
ქეთა თოფურია - მშვენიერი გარეგნობითა და ვოკალური მონაცემებით დაჯილდოებული მომღერალი ამჟამად მარტოხელის სტატუსით არის. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ის ხალისიანი არაა და განსაკუთრებულად არ გამოიყურება. პატარა ოლივიასთან ერთად ახალი ფოტოც გამოაქვეყნა. მას გასტროლებზე ხშრად დაჰყავს თავისი გოგონა და ცდილობს, რომ თავისუფალი დრო გარუჯვას და თავის მოვლას დაუთმოს.
თამო ვაშალომიძე - მოდელი ხშირად არის კრიტიკის ობიექტი, თუმცა საკმაოდ ბევრი ადამიანი აღნიშნავს იმას, რომ ადრინდელზე გაცილებით უკეთ გამოიყურება. ახლახან მან თავის 1 წლის და 3 თვის გოგონასთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დედა-შვილი წითელი ფერის სამოსშია გამოწყობილი. "ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შვილი მყავს", - წერს თამო.
როგორც ხედავთ, მარტოხელა ქალები ანგრევენ ყველა შესაძლო სტერეოტიპს და ამტკიცებენ იმას, რომ თუ ქალი საჭირო ძალას და მიმართულებას გამონახავს, შეუძლებელსაც კი შეძლებს.