ჯონი დეპის გული დაკავებულია, მსახიობი რუს მოცეკვავეს სთხოვს ხელს? (+ ვიდეო)

ჯონი დეპის გული დაკავებულია, მსახიობი რუს მოცეკვავეს სთხოვს ხელს? (+ ვიდეო)
დიახ, არ მოგესმათ. 55 წლის ჯონი დეპი ისევ შეყვარებულია და ამჯერად მისი რჩეული 20 წლის პოლინა გლენია. გოგონა რუსეთში მოღვაწეობს და ქორეოგრაფი გახლავთ. ის პროფესიონალურად ცეკვავს და როგორც ჩანს, ამ და სხვა ღირსებებიდან გამომდინარე, მსახიობის გული უკვე მისია. ამ ფაქტის შესახებ უცხოური გამოცემა dailymail-ი იუწყება. 

პოლინა წარმოშობით პეტერბურგიდანაა. თავისი კარიერის გასაუმჯობესებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა და ამბობენ, რომ ჯონიც სწორედ იქ გაიცნო. ეს გასულ წელს მოხდა. გაგიკვირდებათ და, მოცეკვავემ არ იცოდა, რომ მის წინაშე ყველასთვის ცნობილი მსახიობი მამაკაცი
იდგა.
როგორც გაირკვა, ჯონი ამ ფაქტით მოიხიბლა, რადგან ყველაფერი პირიქით იყო წინა სკანდალურ ქორწინებაში (ემბერ ჰარდთან).
სხვადასხვა სააგენტოს მიერ გახმაურდა იმის შესახებაც, რომ წყვილი ახლა ერთად ცხოვრობს და ერთმანეთი ძალიან უყვართ.

იმაზეც წერენ, რომ დეპი საყვარელ ქალს დიდ დროს უთმობს, თუმცა საჯარო თავშეყრის ადგილებში ერთად არ ჩნდებიან.
მათი ურთიერთობა მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც პაპარაცმა სერბეთში არსებულ სასტუმროში მათ ფოტოები ჩუმად გადაუღო.
უახლოეს მომავალში დეპი პეტერბურგში მიემგზავრება, რომ პოლინას მშობლები გაიცნოს და როგორც ჩანს, სერიოზული ზრახვები აქვს.


მსახიობს ემბერ ჰარდმა ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ უჩივლა, თუმცა, როგორც ჩანს, ჯონი აზრის შეცვლას აღარ აპირებს და პოლინას ცოლად მოყვანა გადაწყვიტა.
გოგონას "ინსტაგრამზე" უამრავი გამომწერი და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ის, ისევე, როგორც ყველა ცნობილი ადამიანი, დღეში ერთ ან რამდენიმე ფოტოს მაინც გვთავაზობს.






წყარო:Dailymail.co.uk
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93