რამდენიმე დღის წინ სელმა ჰაიეკმა "ინსტაგრამში" მოულოდნელი ფოტო გამოაქვეყნა. მას მკერდზე ტატუ აქვს.
მსახიობმა მაშინვე აღიარა, რომ ეს დროებითი ტატუა. ის ახალი ფილმის ("ქილერის ცოლის პირადი მცველი") გადაღებების დროს გაიკეთა.
ჰაიეკი "ქილერის" ცოლის როლს ასრულებს. ის ქმართან ერთად იტალიაში, კრიმინალური დავალების შესასრულებლად მიემგზავრება.
მკერდზე შავი ყვავის ტატუ პერსონაჟის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია.