ქართველებს ულამაზესი გოგონები რომ გვყავს ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა ჩვენ შევარჩიეთ 5 გოგონა, რომელიც გამორჩეული გარეგნობისაა და ამავდროულად წარმატებულიც.
ანა შელია- მოდელი, რომელიც იდეალური სილამაზის და პარამეტრების მქონეა. მისი თვალებიდან მუდმივად სიხალისე და სითბო გადმოდის, რაც მის მშვენიერებას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. შეყვარებული ქალი ორმაგად ლამაზია და ფაქტიც სახეზეა.
თაკო ნაცვლიშვილი - მას ინსტაგრამზე უკვე 261k გამომწერი ჰყავს. თანამშრომლობს "unomodels-თან" "munichmodels-თან" და სხვა წამყვან სააგენტოებთან. ხშირად იღებენ საიმიჯო რგოლებში და სხადასხვა სახის საინტერესო რეკლამებში. ცხადია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ქართველი გოგონაა.
მარიანა აჩბა- მაკა ასათიანის მშვენიერი დისშვილი "ინსტაგრამის" აქტიური მომხმარებელია. ის საკმაოდ გემოვნებიანი და დახვეწილი გოგოა, რაზეც მისი სამოსი მეტყველებს. სადა, ნაზი გარეგნობა კი ქართულ იერსახეს ნათლად წარმოაჩენს.
მარიშა ურუშაძე- ქართველი მოდელი, რომელიც ამჟამად უცხოეთში მოღვაწეობს. ხვეული თმა და ბავშვური სახე ეს მისი სავიზიტო ბარათია. თუმცა, თუ მის შავ-თეთრ ფოტოებს შეხედავთ არისტოკრატულ იერსაც შენიშნავთ.
თინა დალაქიშვილი- ნიჭიერი მსახიობი გარეგნობით ყოველთვის გამოირჩეოდა. ის ფოტოგრაფებისთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ამიტომ დღემდე არაერთ ფოტოსესიაში აქვს მონაწილეობა მიღებული. თეთრი სახის კანი, ნაზი ნაკვთები და ღია ფერის თვალები მას ძალიან უხდება და ექსტრავაგანტულს ხდის.