სიყვარულით ანთებული თვალები - სწორედ ასე უყურებს ხოლმე ულამაზესი ჯანეტი რჩეულს.
ისინი ბოლო პერიოდში აქტიურად აქვეყნებენ "ინსტაგრამზე" ახალ ფოტოებს, რომლებსაც დიდი გამოხმაურება აქვს.
თუ დააკვირდებით, ჯანეტი და ნოე "ინსტაგრამზე" ერთსა და იმავე ჰეშთეგებს იყენებენ, როცა საერთო ფოტოებს აქვეყნებენ. მათ შორის ერთ-ერთია: "loveistheanswer", რაც ზედმეტ კითხვებს ნამდვილად აღარ მოითხოვს. ცხადია, პრეზენტაციებსა და სხვადასხვა სახის აქტივობასაც ერთად ესწრებიან და სიყვარულით სავსე ფოტოებით გვამარაგებენ.
ურთიერთობის გასაჯაროებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ზოგი ამბობდა, რომ ნოე ფოტოებში სითბოს ნაკლებად გამოხატავდა, არ იცინოდა და ა.შ. თუმცა სულ მალე გაცილებით თბილი ფოტოები გამოაქვეყნეს, რამაც მსგავსი კომენტარები გამორიცხა. საბოლოოდ ადამიანები იმაზე შეჯერდნენ, რომ ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი წყვილია.
აი, რას ამბობენ ისინი ახალ ფოტოებთან დაკავშირებით: "ნოე, შეგცვალა ამ ლამაზმა გოგომ, უფრო მოდური გაგხადა", "ერთმანეთს ძალიან ჰგავხართ", "ჰოლივუდის მსახიობებს არ ჩამოუვარდებით", "მსოფლიო დონის წყვილი".
აღსანიშნავია, რომ ჯანეტი ძალიან კონტაქტურია და ვინც მათ ურთიერთობას ულოცავს, ცდილობს, რომ მადლობა კომენტარების საშუალებით ყველას სათითაოდ გადაუხადოს.
იხილეთ წყვილის ახალი ფოტოები: