ჯენიფერ ესპოზიტოდან ირინა შეიკამდე: ბრედლი კუპერის ყველა ქალი

ჯენიფერ ესპოზიტოდან ირინა შეიკამდე: ბრედლი კუპერის ყველა ქალი
უკვე რამდენიმე დღეა მედიაში ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის დაშორების ამბავი ვრცელდება. როგორც ამბობენ, 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილმა დაშორება გადაწყვიტა. ვიდრე თაყვანისმცემლები წყვილისგან ოფიციალურ კომენტარს ელოდებიან, ჩვენ გავიხსენებთ, კიდევ რომელ ცნობილ ლამაზმანს გაუტეხა გული ირინა შეიკის ახლა უკვე ყოფილმა ბოიფრენდმა.

ჯენიფერ ესპოზიტო


ჯენიფერ ესპოზიტო ის ერთადერთი ქალია, რომელმაც ბრედლი კუპერი საკურთხევლამდე მიიყვანა. მათ ერთმანეთი 2006 წელს გაიცნეს და მალევე ნიშნობის შესახებ გვამცნეს. თუმცა მათი ქორწინება მხოლოდ 4 თვეს გაგრძელდა.

იზაბელა ბრუსტერი


ჯენიფერ ესპოზიტოსთან დაშორების შემდეგ კუპერს
მომხიბვლელ ბრაზილიელთან, იზაბელა ბრუსტერთან რომანს მიაწერდნენ. შეყვარებულები რამდენიმე თვე ხვდებოდნენ, შემდეგ კი სხვადასხვა ინტერვიუში ერთმანეთს ძალიან თბილად მოიხსენიებდნენ. დაშორების მიზეზი უცნობია.

რენე ზელვეგერი


2009 წელს რენე ზელვეგერისა და ბრედლი კუპერის რომანის ამბავი გავრცელდა. მათი ურთიერთობა 2 წელს გაგრძელდა. დაშორების მიზეზს თაყვანისმცემლები დღემდე არკვევენ.

ოლივია უაილდი


წყვილს ერთად ხშირად ხედავდნენ წითელ ხალიჩაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. თუმცა ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ ჩქარობდნენ. ამაში საკვირველი არაფერია - ბრედლის პირადი ცხოვრების გასაჯაროება არ უყვარს.

ჯენიფერ ენისტონი


კუპერის სასიყვარულო გატაცებებს შორის აღმოჩნდა ბრედ პიტის ყოფილი მეუღლეც. პაპარაცები წყვილს ხშირად აფიქსირებდნენ რომანტიკულ ვახშმებზე, თუმცა ვარსკვლავები ურთიერთობას მალავდნენ.

მელანი ლორანი


2011 წელს კუპერი რამდენჯერმე დააფიქსირეს ფრანგ მსახიობთან, მელანი ლორანთან ერთად სეირნობისას. თუმცა რამდენიმე ასეთი შეხვედრის შემდეგ ურთიერთობა მოულოდნელად დასრულდა.

ზოი სალდანა


2012 წელს ბრედლი კუპერის გვერდით ზოი სალდანაც გამოჩნდა. ვარსკვლავებმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და მათ შორის სიმპათია მაშინვე გაჩნდა. თუმცა ეს ურთიერთობაც მხოლოდ 3 თვეს გაგრძელდა.

სიუკი უოტერჰაუსი


ქერა ლამაზმანთან, სიუკი უოტერჰაუსთან ურთიერთობა კუპერის ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ცნობილები ერთად 2 წელი იყვნენ, რის შემდეგაც მოულოდნელი დაშორების შესახებ გვამცნეს.

ირინა შეიკი


ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი დაქორწინებულები არ ყოფილან, მაგრამ მოდელს ბრედლის ცხოვრებასა და გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მათ შეხვედრა 2015 წელს დაიწყეს და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილის ტიტულიც მალევე ერგოთ. 2017 წელს ირინამ საყვარელ მამაკაცს ქალიშვილი, ლეა დე სენი გაუჩინა.

თუმცა 2019 წლის თებერვლის ბოლოს მედიაში ვარსკვლავურ წყვილს შორის უთანხმოებაზე გავრცელდა ინფორმაცია. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ამის მიზეზი ლედი გაგასთან ურთიერთობაა.

წყვილს დაშორების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.


წყარო: cosmo.ru


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31