დიზაინერ ანუკი არეშიძეს გარშემომყოფები ძალიან ამსგავსებენ მოდელ როუზი ჰანტინგტონ უაიტლს.
ანუკი და როუზი ვარცხნილობით, სტილითა და გარეგნობით მართლაც ჰგვანან ერთმანეთს. როგორც ხედავთ ისინი მსგავს ლუქებსაც ატარებენ. ეს ის შემთხვევაა, როცა ორივეს "Oversize" სამოსი აცვია.
ტყავის ქურთუკების მიმართ სიყვარულიც აერთიანებთ და მშვენივრად ახერხებენ მის როგორც ჯინსთან ისე სადა შარვალთან შეხამებას.
პიჯაკების მოყვარული ქალბატონები შავ ფერს აუცილებლად უხამებენ რამე ეფექტურს. ზოგ შემთხვევაში სათვალეს, ზოგჯერ კი ეფექტური ფერის კაშკაშა ტუჩსაცხს. აღსანიშნავია ისიც, რომ მაკიაჟი მეტწილად მინიმალურად აქვთ ხოლმე.
ორივე მოსიყვარულე და მზრუნველი დედაა. ისინი ხშირად აქვეყნებენ შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. თუმცა, ნაკლებად ცდილობენ, რომ ბავშვის სახე ფოტოში გამოკვეთილად ჩანდეს.
შავ-თეთრი და თეთრი-ნაცრისფერში, ეს ტონები საშუალებას აძლევთ, რომ სხეული კიდევ უფრო ეფექტურად გამოიყურებოდეს და მაქსიმალურად დახვეწილები იყვნენ.
თუ დააკვირდებით უცხოელი მოდელი და ქართველი დიზაინერი ერთმანეთს თვალების ფერითაც წააგვანან.
მათ ყველაზე უკეთ იციან, რომ წითელი ტუჩსაცხი გლამურულია.
ანუკი და როუზი სათვალეების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს იჩენენ, რადგან მათ უამრავი ფოტო აქვთ, რომელშიც აქცენტი სწორედ ამ აქსესუარზეა გადატანილი. შავი, საშუალო ზომის სადა სათვალე საუკეთესო გადაწყვეტაა.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ჰგვანან ერთმანეთს?