ლონდონი განსაკუთრებულ სამზადისშია მსოფლიოში ყველაზე დიდი „ჩელსის ყვავილების ფესტივალისთვის“,
რომელსაც ყველა კონტინენტიდან უამრავი ვიზიტორი ჰყავს. არც სამეფო ოჯახი არის გამონაკლისი, მით უმეტეს, როდესაც თვით ქეით მიდლტონი არის მისი ერთ-ერთი მონაწილე.
სამი დღით ადრე კემბრიჯის ჰერცოგინიამ გამოაქვეყნა მზადების პროცესის ფოტოები. კენსინგტონ როიალის ოფიციალურ "ინსტაგრამგვერდზე" გამოქვეყნდა ბედნიერი და ხალისიანი ქეითის ფოტოები, სადაც ჩანს მის მიერ პატარა ბაღის მოწყობის პროცესი, რომელსაც დაარქვა „ბუნების წიაღში დაბრუნება“.
„ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ აისახება ადამიანის ზრდასთან ერთად ბუნების გავლენა და ზემოქმედება ჯანმრთელობაზე. მე მჯერა, რომ ბავშვობაში სუფთა ჰაერზე გატარებული დრო დაეხმარებათ ადამიანებს ზრდასრულობისას ბედნიერებასა და ჯანმრთელად ყოფნაში“ - დაურთო წარწერა ფოტოებს ქეითმა.
გამომწერები აღფრთოვანებულები არიან ქეითის უბრალოებითა და ბუნებისადმი სიყვარულით გამოხატული გატაცებით. ზოგიერთმა გამომწერმა მაილი საირუსის სიმღერიდან „Wrecking Ball“ მომენტს შეადარეს ქეითის საქანელაზე გადაღებული ფოტო, ხოლო, საბოლოო ჯამში, ყველა შეთანხმდა იმ მოსაზრებაზე, რომ პრინც უილიამს ძალიან გაუმართლა ასეთ მეუღლესა და მომავალ დედოფალში.
ქეითის ამ გატაცებას მხარი დაუჭირა, რა თქმა უნდა, ოჯახმაც სრული შემადგენლობით. პრინცი უილიამი, 5 წლის ჯორჯი, 4 წლის შარლოტა და 1 წლის ლუი მამასთან ერთად დედის მიერ მოწყობილ ბაღს ალამაზებდნენ და ეხმარებოდნენ ფოთლებისა და ყვავილების დაკრეფაში, რითაც მეტი სილამაზე შესძინეს იქაურობას.
ფოტოები საკმაოდ ნათელი და ფერადი გამოვიდა. გამომწერებს ოჯახური იდილიის ფოტოების ნახვა კენსინგტონ როიალის ოფიციალურ "ინსტაგრამგვერდზე" შეუძლიათ, საზოგადოებას კი განსაკუთრებით აინტერესებდა პატარა პრინც ლუის სურათები და შეჯერდნენ იმ აზრზეც, რომ უდავოდ მამას - უილიამს ჰგავს.
ჰერცოგინია ქეითი კი მოუწოდებს ყველას აქტიურად დროის გატარებისაკენ ბუნების წიაღში, სუფთა ჰაერზე, რაც ბედნიერების და კარგი განწყობის გარანტიაა.
წყარო:loveradio