უკვე არავის ეპარება ეჭვი,
რომ ეს ყველაფერი სერიოზულადაა და დიდხანს გაგრძელდება.
რით უნდა დაკავდე გრანდიოზული პრემიერებისა და წითელ ხალიჩებს შორის "კანის" კინოფესტივალზე ყოფნისას? რა თქმა უნდა, დასვენებით და ცურვით სანაპიროზე, მით უმეტეს, თუკი თეთრი იახტის ქირაობაც შეგიძლია.
სწორედ ასეთი დასვენების წესი აირჩია ლეონარდომ თავის ახალ მეგობარ გოგონასთან, 21 წლის მოდელთან, კამილა მორონესთან ერთად.
პაპარაცებმა წყვილი დააფიქსირეს ზღვაში გასვლის მომენტში. კამილამ არჩევანი ბრჭყვიალა ღრმა დეკოლტეს მქონე კაბაზე შეაჩერა, ხოლო ლეონარდომ თავისუფალი სტილის ზედა და ჯინსები შეარჩია.
წყარო:elle