ეს წყვილი ბევრ ადამიანს არ ტოვებს გულგრილს
და ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში - ვენსან კასელსა და ტინა კუნაკს მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. განსაკუთრებით აქტუალურნი ბოლო პერიოდში მიმდინარე სიახლეების გამო გახდნენ, რომლებიც მათ ახალშობილ ქალიშვილს - ამაზონის დაბადებას უკავშირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ტინამ დედის ამპლუა რამდენიმე კვირის წინ მოირგო, ის თამამად მოგზაურობს მეუღლესთან და ბავშვთან ერთად მსოფლიოს გარშემო. გამონაკლისი არც "კანის" ფესტივალი აღმოჩნდა.
სწორედ "კანში" დააფიქსირეს პაპარაცებმა წყვილი სეირნობის დროს. პაემნისთვის ტინამ არჩევანი კუბოკრულ, პასტელური ფერის პერანგზე შეაჩერა, კიმონოს სტილში და კლასიკურ შარვალს შეუხამა, ქუსლებთან ერთად. ხოლო ვენსანმა უპირატესობა კუბოკრულ პერანგს, ჯინსებსა და მკაცრი სტილის მანტოს მიანიჭა.
წყარო:elle