რატომ ჩაალაგა ირინამ ჩემოდანი? - ჩვენ ვიცით პასუხი! (ფოტო) - Marao

რატომ ჩაალაგა ირინამ ჩემოდანი? - ჩვენ ვიცით პასუხი! (ფოტო)

2019-06-10 12:02:39+04:00

რამდენიმე დღის წინ დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი დაშორდნენ.

მოდელი პაპარაცებმა ბრედლის სახლიდან ჩემოდნით ხელში მომავალი დააფიქსირეს.

ერთ-ერთ რუსულ პორტალზე წყვილის გულშემატკივრის კომენტარი გამოჩნდა: "ძალიან მომწონდა ეს წყვილი. ცუდია, რომ დაშორდნენ". ეს კომენტარი ირინამ "დაალაიქა".

ირინას ჩემოდნით ხელში გადაღებული ფოტო მედიამ წყვილის დაშორების მტკიცებულებად ჩათვალა. აღმოჩნდა, რომ მოდელი ბრენდ Falconeri-ს გადაღებებისთვის ისლანდიაში გაემგზავრა.

მას თან ფოტოგრაფი ჯამპაოლო სგურა და აგენტი ალი კავოსი ახლდნენ.

წყარო: peopletalk