რამდენიმე დღის წინ დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი დაშორდნენ.
მოდელი პაპარაცებმა ბრედლის სახლიდან ჩემოდნით ხელში მომავალი დააფიქსირეს.
ერთ-ერთ რუსულ პორტალზე წყვილის გულშემატკივრის კომენტარი გამოჩნდა: "ძალიან მომწონდა ეს წყვილი. ცუდია, რომ დაშორდნენ". ეს კომენტარი ირინამ "დაალაიქა".
ირინას ჩემოდნით ხელში გადაღებული ფოტო მედიამ წყვილის დაშორების მტკიცებულებად ჩათვალა. აღმოჩნდა, რომ მოდელი ბრენდ Falconeri-ს გადაღებებისთვის ისლანდიაში გაემგზავრა.
მას თან ფოტოგრაფი ჯამპაოლო სგურა და აგენტი ალი კავოსი ახლდნენ.
წყარო: peopletalk