ჯანეტ ქერდიყოშვილის წინასაქორწილო წვეულება - Marao

ჯანეტ ქერდიყოშვილის წინასაქორწილო წვეულება

2019-06-10 14:41:40+04:00

შაბათ-კვირას კიდევ ერთი ქართული ოჯახი
შეიქმნა მოდელის, ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის მიერ, თუმცა მანამ, სანამ საზოგადოება აქტიურად განიხილავს ქორწილის დეტალებს: პატარძლის კაბას, თაიგულსა და სადღესასწაულო ტორტს, „მარაო“ გთავაზობთ, მოდელის წინასაქორწილო წვეულებას გადავხედოთ, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში - “Stamba Hotel”-ში გაიმართა.

მოდელმა და "მის საქართველომ" წვეულება ვიწრო წრეში გამართა, სადაც მხოლოდ მეჯვარეები იყვნენ მიწვეულები. მათ შორის იყო ანნა ვერგელსკაია - "მის უკრაინა 2015", ბლოგერი - ანი მინაძე და PR სპეციალისტი - ნინო ბერიშვილი.

“Bachelorette party”-ზე ჯანეტმა თეთრი აბრეშუმის კაბა, ხოლო მეჯვარეებმა მკვეთრი ყავისფერი აბრეშუმის კაბები მოირგეს, წვეულების დეტალებს კი ტორტი და ბუშტები ავსებდა.

„მარაო“ გიზიარებთ სურათებს ჯანეტის წინა საქოწილო წვეულებიდან.