ჰოლივუდელ წყვილთან დაკავშირებით ჭორების ტალღა აგორდა.
მილა კუნისი 35 წლის არის, ეშტონ კატჩერი კი - 40-ის. ისინი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად არიან მიჩნეულნი ჰოლივუდში.
აღსანიშნავია, რომ მილას და ეშტონს ყურადღების მიქცევა არ უყვართ და მათ ფოტოებს პაპარაცები თუ გამოაქვეყნებენ ხოლმე.
ჩვენ ვიცით, რომ ბევრისთვის დღემდე მისაბაძმა წყვილმა ერთმანეთი წლების წინ იპოვა. ისინი თინეიჯერობის ასაკიდანვე იცნობდნენ ერთმანეთს და ურთიერთს გადასაღებმა მოედანმა დააკავშირა.
სწორედ ეს ფაქტი იქცა ჭორების ტალღის აგორების მიზეზად. გულშემატკივრებს მათი ერთად გადაღებული ფოტო რა ხანია აღარ ენახათ.
წინა დღეებში კი ერთ-ერთმა პოპულარულმა ამერიკულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ეწერა, რომ წყვილის გრძნობები გაცივდა და ერთმანეთს სცილდებიან.
შეგახსენებთ, რომ მილას და ეშტონს ორი შვილი ჰყავთ, რომლებსაც ერთად ზრდიან.
ფაქტია, რომ ისინი ერთად ისევ ძალიან ბედნიერები არიან. იხილეთ სახალისო ვიდეო, რომელიც ეშტონმა 1 დღის წინ თავის "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. როგორც ჩანს ისევ ფორმაშია და ორიგინალური ხუმრობებიც სახეზეა... ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ წყვილი ტაბლოიდის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც დაშორებას იუწყებოდა, ერთად კითხულობს, რაც ორმაგად სახალისოა.
წყარო: peopletalk.ru