20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა
და მხარდაჭერა გამოუცხადა თავის ქვეყანას მძიმე წუთებში. გამონაკლისი არც ქართული ეროვნული საბალეტო დასის, „სუხიშვილების“ ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი აღმოჩნდა.

ნინო აქტიურად მონაწილეობს დასის ყველა ასაკობრივი მოცეკვავის პროფესიულ ზრდაში და მუდამ გამოირჩევა თავისი შეხედულებების გაზიარებითა და რჩევებით. გამონაკლისი არც 20 ივნისის მოვლენები აღმოჩნდა.

ქართული ეროვნული საბალეტო დასის ხელმძღვანელი ესტუმრა თბილისში „სუხიშვილების“ სტუდიას ვარკეთილის ფილიალში და პატარებს პატრიოტულ სულისკვეთებასა და საკუთარი საქმის სიყვარულზე ესაუბრა.

"ერთი ჭეშმარიტება უნდა იცოდეთ, სამშობლო უნდა გიყვარდეთ და საქართველო უნდა იყოს თავისუფალი ყოველთვის და დამოუკიდებელი... და ამაში ქართული ცეკვა დაგეხმარებათ” - ასე გამოეხმაურა ნინო სუხიშვილი აკადემიის ღია გაკვეთილებზე დამსწრე პატარა მოცეკვავეებს. მან ხაზგასმით ისაუბრა პატრიოტიზმსა და ქართული ცეკვის მნიშვნელობაზე.
