შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით თქვენ უკვე უამრავი ადამიანის აზრი მოისმინეთ.
ამჯერად თავის სათქმელს ნუკი კოშკელიშვილი ამბობს. მოგეხსენებათ, რომ მას ამერიკელი მეუღლე ჰყავს. ნუკი ამჟამად საქართველოში იმყოფება და მიმდინარე პროცესებზე ძალიან ღელავს.
აი, რა განაცხადა მან თავის "ინსტაგრამზე":
"არ მინდა ასეთ თემებზე ვილაპარაკო, უბრალოდ ვიცი, რომ ბევრი განიცდის.
ბევრის პირდაპირი შემოსავალია ტურისტულ ტალღაზე დამოკიდებული და რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს, ვიყოთ პატრიოტები, როცა გვშია, ძნელია სამშობლოზე ფიქრი.
მით უმეტეს, რომ სამშობლო (სახელმწიფო იშვიათად ფიქრობს ჩვენზე).
მინდა გაგამხნევოთ და გითხრათ, არ გვჭირდება რუსი ტურისტი, ცოტა გავიჭირვოთ და უკეთ ვიქნებით!
ერთს ვიტყვი და ამ თემით არ გაგაღიზიანებთ მეტს...
რუსებს რომ არ დაედოთ ემბარგო ჩვენს ღვინოზე - გავაგრძელებდით წყალნარევის გაყიდვას, რომ ვეღარ ვასაღებდით რუსებზე (ვისაც ჰკიდია, მთავარია, ათრობდეს) ეგრევე გავაუმჯობესეთ ხარისხი, რათა ევროპაზე გავსულიყავით.
შედეგი? შედეგი ის არის, რომ ღვინის ხარისხი გაიზარდა და სახელი გავითქვით საფრანგეთსა და იტალიაში.
ჰოდა, როსტოვიდან და მოსკოვებიდან თუ არ ჩამოვიდა ნადია და ვოვა, იქნებ ტურიზმის ხარისხი გავზარდოთ და ევროპელები შემოვიდნენ. ჩინელები, ამერიკელები, ბოლოს და ბოლოს, უკრაინელები. ხალხნო, მათ მეტი ფული აქვთ!!! ჩვენთვის სჯობს.
უი და კიდევ, ავიაკომპანიები გააუქმეს რუსული და ქართული დაფრინავს. ასე რომ, თუ მაინცდამაინც გადაწყვიტეს ჩამოსვლა, ქართული ავიახაზით იფრინონ.
მე მაინც მგონია, რომ სჯობს არ ჩამოვიდნენ და ჩვენ გავიზარდოთ, როგორც ტურისტული დანიშნულება.
თქვენ რას ფიქრობთ?".