კეიტ ჰოლმსმა განაცხადა, რომ ტომ კრუზი მისი ქალიშვილის მამა არ არის (+ ფოტო)

კეიტ ჰოლმსმა განაცხადა, რომ ტომ კრუზი მისი ქალიშვილის მამა არ არის (+ ფოტო)
2006 წელს ტომ კრუზი მესამედ გახდა მამა.
კეიტ ჰოლმსმა მას ქალიშვილი, სური გაუჩინა. განქორწინების შემდეგ ტომმა ქალიშვილთან კონტაქტი შეწყვიტა და რამდენიმე წელი აღარ უნახავს.

თავად მსახიობმა განაცხადა, რომ ყველაფერი გადატვირთული გრაფიკის გამოა, მაგრამ ინსაიდერები ჰყვებოდნენ, რომ შვილთან შეხვედრა ტომს საენტოლოგიის ძმებმა აუკრძალეს. მათ აქვთ პირთა ე.წ. შავი სია, რომლებთან კონტაქტიც ეკრძალებათ მიმდევრებს.

სიაში კეიტ ჰოლმსი და სურიც არიან.


2012 წელი


ახლა გაირკვა, რომ ტომ კრუზი შესაძლოა არც აღმოჩნდეს სურის ბიოლოგიური მამა. კეიტ ჰოლმსის მეგობარმა (რომელმაც
ანონიმურად დარჩენა გადაწყვიტა) გამოცემა Star-ს შეატყობინა, რომ სინამდვილეში, ტომი არ არის სურის ნამდვილი მამა.
"ის არც ამჯერად მოვიდა სურის დაბადების დღეზე. გოგონა მას ელოდა და ბოლოს ცხარე ცრემლით იტირა. ქალიშვილის დასაწყნარებლად, კეიტმა თქვა, რომ ტომ კრუზი მისი ნამდვილი მამა არ არის. მაგრამ სურიმ ისტერიკა მოაწყო. ის დედას ბიოლოგიური მამის ვინაობის დასახელებას სთხოვდა. კეიტმა უარი თქვა შვილის თხოვნის შესრულებაზე, ამიტომ სური დედას აღარ ელაპარაკება." - წერს გამოცემა.







წყარო: peopletalk
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31