ძალიან რთულია, შენთვის შესაფერისი წიგნი სწორად შეარჩიო. მნიშვნელობა აქვს მწერლის სტილს, სიუჟეტს. უნდა ემთხვეოდეს ავტორისა და შენი ინტერესები ერთმანეთს. ლიტერატურა უნდა გეხმარებოდეს, თავი უკეთესად იგრძნო და შენი აქამდე უცნობი ნაწილი აღმოაჩინო. ბევრისთვის მნიშვნელოვანია ახალი წიგნის შერჩევისას სხვისი აზრი, განსაკუთრებით კი, ისეთი ავტორიტეტული პიროვნებების, რომლებთაც ის ენდობა. ცნობილი ადამიანები მუდმივად ზრუნავენ პიროვნულ განვითარებაზე და ამაში მათ კითხვაც ეხმარებათ. ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ წარმატებაში ამას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. წარმოგიდგენთ 5 წიგნს, რომელთა წაკითხვასაც ცნობილი ადამიანები გირჩევენ:
ცნობილია, რომ მსახიობი ამ წიგნის ეკრანიზაციაშიც მთავარ როლს ასრულებს და ეს მისი საყვარელი რომანია. „სიამაყე და მცდარი აზრი“ ნათლად წარმოაჩენს ადამიანების გრძნობებს, უჩვენებს მათ, როგორი აუცილებელია იმის დაფასება და შემჩნევა, რაც გვერდითაა. ელიზაბეთის და მისტერ დარსის სიყვარულის ისტორია საუკეთესო ცხოვრებისეული მაგალითის მომცემია მკითხველისთვის. უბრალო გოგონასა და დიდგვაროვან მამაკაცს უამრავი რამის გაძლება მოუწევთ, სანამ ერთად იქნებიან. ასე ისინი არა მარტო სხვების, არამედ საკუთარ ღირებულებებსაც დაუპირისპირდებიან და სიამაყის გამო ლამის ყველაფერს დაკარგავენ.
საინტერესოა, თუ რატომ გახდა ეს წიგნი ასეთი მნიშვნელოვანი ამ მსახიობისთვის. ენ ჰეთევეი ხშირად აღნიშნავს, რომ ამ ნაწარმოებმა მის აზროვნებაში სერიოზული გარდატეხა მოახდინა. ობოლი მერი ლენოქსის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როცა ბიძის საიდუმლოებით მოცულ სახლში გადადის საცხოვრებლად. კითხვისას ისეთი გრძნობა გიჩნდება, თითქოს პატარა გოგოს მუდამ თან დაჰყვები და მასთან ერთად ახერხებ ჩაკეტილ კარს იქით საოცარი ბაღის აღმოჩენას.
ალბათ, არა მარტო ილონ მასკისთვის, არამედ ფენტეზის ყველა მოყვარულისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწარმოებია „ბეჭდების მბრძანებელი“. ამ ტრილოგიაში გამაოგნებელ, ფანტასტიკურ სამყაროში მოგზაურობს მკითხველი. პერსონაჟებთან ერთად თვითონაც ცდის საკუთარ თავს და მუდმივად რაღაც ახალს ეძიებს. დაბრკოლებები, სიკეთისა და ბოროტების დაუსრულებელი დაპირისპირება ნაწარმოების სიუჟეტს კიდევ უფრო ჩახლართულსა და საინტერესოს ხდის.
ალბათ, არც შეიძლებოდა, რომ ჰილარი კლინტონის მსგავსი პიროვნება ფიოდორ დოსტოევსკის მსგავსი მწერლის ნაწარმოებით არ დაინტერესებულიყო. ეს ის ნაწარმოებია, რომელმაც გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ნაწარმოების წერას ავტორმა თავისი ცხოვრების ორი უკანასკნელი წელი შეალია და ნამდვილად დიდი შედევრიც შექმნა. აქ, ფაქტობრივად, ყველა იმ თემაზე საუბრობს მწერალი, რომლითაც ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანი შეიძლება დაინტერესდეს. მნიშვნელოვანია, რომ დოსტოევსკიმ ვერ შეძლო მისი ბოლომდე დასრულება და უამრავი კითხვა პასუხგაუცემელი დატოვა. ჰერმან ჰესე ამბობდა: „ბედნიერებაა, რომ დოსტოევსკიმ ვერ დაამთავრა „ძმები კარამაზოვები“. დასრულებული თხზულება ააფეთქებდა როგორც რუსულ ლიტერატურას, ისე მთელ რუსეთსა და კაცობრიობას. მაგრამ ნათქვამსაც, თუნდაც ბოლომდე უთქმელს, ვერ გააქრობ, ვერ აქცევ უთქმელად“. ამ ნაწარმოების კითხვისას ადამიანი უამრავ რამეს უღრმავდება და გაცილებით უფრო საინტერესო თემებზე იწყებს ფიქრს.
ზოგადად, კიტ ჰარინგტონი ძალიან განათლებული და საინტერესო პიროვნებაა. მისთვის განსაკუთრებით ისეთი ლიტერატურაა მომხიბვლელი, რომელიც რაიმე განსაკუთრებულ, დიდ იდეას ატარებს. ორუელის „1984“ ნამდვილად ისეთი ნაწარმოებია, რომელსაც შეუძლია ადამიანს თავისი უსუსურობა დაანახოს და საშინელი სიმართლე დაუდოს წინ. ტოტალიტარული სისტემის მარწუხებში მოქცეული პიროვნების თავისუფლებისკენ სწრაფვა განსაკუთრებით ითრევს მკითხველს. მთელი ნაწარმოების მანძილზე ელოდები, რომ მთავარი გმირი მიზანს მიაღწევს. საბოლოოდ კი ძალიან მტკივნეულ ფაქტს აღმოაჩენ.