ალბათ ყველას გვაქვს ნატვრა, რომ ერთ დღეს ჩვენს საყვარელ მსახიობს, რეჟისორს, მომღერალს ან თუნდაც პროდიუსერს შევხვდეთ.
ჩვენ შევაგროვეთ ქართველი ცნობილი ადამიანების ფოტოები, რომლებსაც სამახსოვრო ფოტოები ისეთ ადამიანებთან აქვთ- როგორიც კარლ ლაგერფელდი, ჯულიეტა მაზინა, ან ჯიმ სტრაჯესია.
ანუკი არეშიძე და ირინა შეიკი- მოდელი და დიზაინერი ერთმანეთს უკვე დიდი ხანია იცნობენ. ერთ-ერთ ჩვენებაზე ირინას ანუკის მიერ შექმნილი კაბა ეცვა.
ჯიმ სტრაჯესი და ნატალია ყიფშიძე-
უნიჭიერესი მსახიობი ცოტა ხნის წინ საქართველოში გადაღებებზე ჩამოვიდა.
მალევე დადგინდა, რომ მისი ვიზიტი ფილმში მონაწილეობას უკავშირდება. რეჟისორი გიგა აგლაძე იღებს ფილმს, რომლის პროდიუსერიც დევიდ ლინჩია.
2002 წელს გადაღებულ ფილმში: „The good thief” ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი ნუცა კუხიანიძე ასრულებს. მისი პარტნიორი კი საკმაოდ სახელგანთქმული ადამიანი: ნიკ ნოლტი გახლდათ.
კარლ ლაგერფელდი და ბიჭოლა- ქართველ დიზაინერს წილად ხვდა უდიდესი პატივი, რომ პირადად შეხვედროდა მოდის ინდუსტრიის გენიას. როდესაც მან კარლის გარდაცვალების შესახებ შეიტყო ეს ფოტო გამოაქვეყნა და ლაგერფელდი დიდი გულისტკივილით მოიხსენია.
ია ფარულავა და ნილ პორტნოუ- თქვენ ალბათ გემახსოვრებათ ფოტოები, რომელიც ადრე იამ ჯონი დეპთან და დე ნიროსთან გადაიღო, თუმცა ამ ფოტოს შესახებ ცოტამ თუ იცის.
ფოტოზე ხედავთ ხმის ჩამწერი აკადემიის- იგივე „გრემის“ პრეზიდენტს. ნილი ასევე ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ცნობილი სტუდიის „Jive records“-ის ვიცე-პრეზიდენტიც გახლდათ.
თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ასევე ცოტას თუ სმენია ამ დაუჯერებელი ფოტოს არსებობის შესახებ. ფაქტია, რომ ია ფარულავას ნამდვილად ძალიან გაუმართლა.
აი რას წერს ია ამ ფოტოსთან დაკავშირებით: "ისტორიული ფოტო: ფედერიკო ფელინისთან და ჯულიეტა მაზინასთან ერთად. ჩემს უკან ლევან აბაშიძის თავი მოჩანს".