როგორც ჩანს, 39 წლის რეპერი გუფი,
ასაკის მატებასთან ერთად ვერ ჩამოყალიბდა თავის ყოფილ და ამჟამინდელ ურთიერთობებში: ზოგჯერ სკანდალებში და ინტრიგებში ეხვევა ექს-საყვარელთან იანა შევცოვასთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ორსულად იყოს რეპერისგან, ზოგჯერ ინსტაგრამ გვერდზე თოქ-შოუს მონაწილესთან, ნონა შუკინასთან შიშველ ფოტოებს აქვეყნებს, ხოლო ახალ სიმღერებს პარალელურად ქეთა თოფურიას უძღვნის.
ამჟამად გუფი სკანდალურ 29 წლის ნასტია რიბკასთან ერთად ერთობა, რომელმაც თავის ინსტაგრამ „სთორიზე“ დადო ვიდეო, სადაც გუფის სიმღერას მღერის და შემდეგ კადრში ჩნდება თავად რეპერი.
ნასტია რიბკას რუსეთში იცნობენ, 2018 წელს გამოქვეყნებული საგამოძიებო მასალებიდან სახელწოდებით „სექს-მონადირე ააშკარავებს მექრთამეებს“, რომელიც ნასტიას წიგნზეა აგებული „ოლიგარქის კლონი, ანუ მილიარდერის მოხიბლვის დღიურები“.
ამის შემდეგ გოგონამ ჩაწერა ვიდეო-მიმართვა რუსეთის პრეზიდენტის მისამართით, სადაც ეუბნება, რომ აქვს საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მის დაქვემდებარებულებზე, რომელსაც პირადი შეხვედრისას გაუმხელს.
შემდგომ ახალგაზრდა ნასტიამ ტაილანდში თავის სექს-მწვრთნელთან - ალექს ლესლისთან ერთად რუსეთიდან 40-ზე მეტი ადამიანი ტაილანდში პროსტიტუციაში ჩასართავად წაიყვანა, როდესაც ეს ამბავი ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიტყო, დააკავეს, რის შედეგადაც გოგონამ ამერიკას სთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი, თუმცა უშედეგოდ.
რუსეთში ჩასვლისას ნასტია დააკავეს და ერთი კვირის შემდეგ მისმა ადვოკატმა წარადგინა მტკიცებულებები უდანაშაულობაზე, რის შედეგადაც გაათავისუფლეს.
ამჟამად ნასტია მუშაობს მოდელად, მოგზაურობს, ატარებს მასტერკლასებს ქალებისთვის მამაკაცებთან ურთიერთობაში და მართავს თავის ინსტაგრამ გვერდს.
წყარო