"არ გეგონოთ ტოსკანა, ეს წყნეთია" - სად აღნიშნა ანუკი არეშიძემ იუბილე? (ფოტო)

"არ გეგონოთ ტოსკანა, ეს წყნეთია" - სად აღნიშნა ანუკი არეშიძემ იუბილე? (ფოტო)
ქართველი წარმატებული დიზაინერი ანუკი არეშიძე 1 ივლისს 30 წლის გახდა. როგორც მის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე ატვირთული ფოტოებიდან ირკვევა, ანუკიმ დაბადების დღის აღნიშვნა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, მყუდრო გარემოში, წყნეთის აგარაკზე გადაწყვიტა. 


დიზაინერმა და 4 შვილის დედამ, თავისი 30 წლის იუბილის დეკორაცია ყვითელ ფერებში გადაწყვიტა: "არ გეგონოთ ტოსკანა, ეს წყნეთია" - ასეთი გამოხმაურებები ჰქონდა უამრავი ლიმონით გაწყობილ სადღესასწაულო გარემოს.

ეზოში მისულ სტუმრებს დახვდათ ყვითელი ლიმონებით გაწყობილი მაგიდა, რომელიც განთავსებული იყო ლამაზი მინდვრის ყვავილების ტალავერის ქვეშ, ხოლო
ხეივანს ამშვენებდა ნაზი განათებები, რაც მეტ სიმყუდროვეს ანიჭებდა იქაურობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ დიზაინერი ბერძნული ქალღმერთების სტილის კაშკაშა ყვითელ კაბაში იყო გამოწყობილი, ხოლო მისი მეჯვარე ასევე დიზაინერი - მაკა კვიციანი თეთრი ფერის კაბაში.

სადღესასწაულო ტორტი კი ჯვრისწერის ტორტის მსგავსად კენკროვანი ხილით იყო მორთული.

ანუკის მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი, მოდელი ნუკა ყარალაშვილი, თიკა ალავიძე-ფაჩულია და ნინა დოლიძე.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მოქალაქე
კარგია,რომ ამ ქვეყანაში თუნდაც ერთი ადამიანი არის ბედნიერი. ყველა კეთილი ოცნება შეგსრულებოდეს ანუკი.
15:22 / 03-07-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31