ულამაზესი ნინო ცქიტიშვილი მეუღლესთან ერთად მოგზაურობს. წყვილი იტალიის ყველაზე ლამაზ ადგილებს ესტუმრა.
სამოდელო სააგენტო "LOOK MODELS"-ის დამფუძნებელი ქალბატონი ნამდვილად იდეალურ ფორმაშია.
ნინოს გარეგნობით და ხასიათით მოხიბლული ადამიანები გულთბილ კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ და გაოცებას ვერ მალავენ: "4 შვილის დედა ასე უნაკლოდ რომ გამოიყურება", "ნინო რა გოგო ხართ. ასხივებთ პირდაპირ", "თვალისმომჭრელად ელეგანტური ხართ", "როგორ გიხდება ეს კაბა"..
როგორც ხედავთ "ინსტაგრამზე" საკმაოდ აქტიურია და მისი საზაფხულო ლუქებიც შესამჩნევად დახვეწილია. გთავაზობთ იმ რამდენიმე ლუქს, რომელმაც გამომწერების მხრიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ყურადღება გავამახვილოთ ყვავილებით გაფორმებულ, თხელ კაბაზე და ყვითელ, გრძელ კაბაზე რომელიც ქალის სინაზეს ხაზს კიდევ უფრო მეტად უსვამს.