ნუკი კოშკელიშვილმა „ინსტაგრამის“ ლაივში ყველა უხერხულ კითხვას გასცა პასუხი

ნუკი კოშკელიშვილმა „ინსტაგრამის“ ლაივში ყველა უხერხულ კითხვას გასცა პასუხი
ნუკი კოშკელიშვილი ამჟამად საქართველოში იმყოფება და „ინსტაგრამზე“ ლაივებითაც გვანებივრებს. ცოტა ხნის წინ მან „ინსტაგრამის“ ლაივში დასმულ შეკითხვებს ღიად უპასუხა. როგორც აღმოჩნდა, ბევრს აინტერესებდა ისეთი დეტალები, რაზეც მას გადაცემებშიც არ უსაუბრია.

ლაივის დასაწყისში ნუკის ჰკითხეს, რატომ ჩამოვიდა საქართველოში ქმრის გარეშე და ურთიერთობაში რამე პრობლემა ხომ არ აქვთ. რაზეც ტელეწამყვანმა უპასუხა, რომ ბენი სამსახურიდან გამომდინარე ამერიკაში დარჩა და რამდენიმე დღეში ჩამოვიდოდა. იმ მომენტში სახალისო სიტუაცია შეიქმნა, რადგან ბენმა ნუკის ლაივი ნახა და დაუკომენტარა: „ლამაზი გოგო ხარ“ რაზეც ნუკიმ
სიცილით უპასუხა:

„ბენ, სამუშაოს დაუბრუნდი, ძალიან მიყვარხარ“.


„ჩემი და ბენის დაშორების შესახებ ჭორები აგორდა. შეიძლება 4-7 წელი კრიტიკულად ითვლება და იმიტომ. 4 წელია ერთად ვართ და ალბათ გვიწინასწარმეტყველეს, მაგრამ არ ვშორდებით. სპეციალურად ჩამოვედი ბენზე ადრე, რომ თავი მოვიწესრიგო, თმა, ფრჩხილები და ლამაზად გავატაროთ ზაფხული."

ახლა კი გთავაზობთ კითხვა-პასუხს. აი, რა აინტერესებდათ ქალბატონებს და არამხოლოდ მათ..

  • ხელზე ტატუ რომ გაქვს რა გაწერია? - ივრითულად მაწერია ჩემი სახელი - ნუკი.
  • ნუკი, რომელ სათვალეს გვირჩევ ხარისხიანი შუშა რომ ჰქონდეს? - იაფიან სათვალეს ვყიდულობ და შემდეგ მივდივარ, ხარისხიან შუშას ვუსვამ და ვუცვლი.
  • ტუჩები გაკეთებული გაქვს თუ არა? - ზედა ტუჩი მარჯვენა მხარე მაქვს გაკეთებული, მაგრამ ახლა გაიწოვა და აღარ მაქვს. აღარ გამიკეთებია, რადგან ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს და არ შეიძლება.
  • რომელ შილაკს იკეთებ ხოლმე? - შილაკს არა, გელს ვიკეთებ.
  • როდის ბრუნდები ამერიკაში? - აგვისტოს ბოლოს.


  • რამდენი ხარ სიმაღლეში?- 1.72
  • ვინირები გაქვს თუ ბუნებრივად თეთრი კბილები?- ვინირები მაქვს.
  • ზოდიაქოთი რა ხარ?- ტყუპები
  • შენი საყვარელი ადგილი სადაც ყველაზე კარგად გრძნობ თავს- ასე გამორჩეული ადგილი არაა, იქ სადაც ჩემი საყვარელი ადამიანები არიან.. ცხოვრება შეიძლება ჩქეფდეს ყველაზე პატარა სოფელში, ყველაზე მყუდრო ადგილას. მთავარია გქონდეთ თქვენი სამყარო, გყავდეთ მეგობრები და თქვენთვის საყვარელი ადამიანები. შეიძლება ცხოვრობდე ტიბეტში, ნიუ-იორკში ან ანტარქტიდაზე, მაგრამ მთავარია სად ხარ ბედნიერი.
  • ბენი როგორ გაიცანი?- ინტერნეტით
  • თვალების ოპერაციას რატომ არ იკეთებ? 1 წუთიანია და მარტივი- არ მაწუხებს, გულწრფელად მომწონს სათვალეების ტარება.
  • მასაჟით დაკლება არ გიცდია?- არა, ბავშვი კვებაზე რომ მყავს არ შეიძლება.


  • სად ისწავლე ასე კარგად ინგლისური?- ჯერ სკოლაში, შემდეგ გადაცემებსაც ინგლისურ ენაზე ვუყურებდი და თანდათან გაჩვევს კომუნიკაციაც. ისე, ბენი ქართულადაც ესაუბრება ხოლმე ბავშვს- „დე, არ შეიძლება“ უთქვამს რამდენჯერმე. ძალიან მომწონს ამას რომ ამბობს და არ ვეუბნები რას ნიშნავს, მეცინება ხოლმე.
  • რა პროფესიით მუშაობს ბენი?- სამედიცინო დარგშია.
  • გაგიჭირდა თუ არა ამერიკაში ჩასვლისას იქაურ გარემოსთან შეგუება?- კი, თავიდან ძალიან. შემდეგ კი აღარ.
  • ცივი ხალხია ამერიკაში? - რთულია ასე თქმა, ცივიც და თბილიც. ორივენაირია.
  • მუშაობ თუ არა ამერიკაში?- რამდენიმე სერიალის გადაღებებზე ვიყავი, დაიძრა ჩემი საქმე, მაგრამ შემდეგ როცა დავორსულდი ჩემი კარიერა გვერდზე გადავდე. 1 წელი მაინც უნდა გავზარდო თავად ძიძების გარეშე. მიზნად მაქვს რომ მოვძებნო სამსახური.
  • ცხვირის ოპერაცია გაიკეთე?- ცხვირზე ფილერი მაქვს გაკეთებული. ძალიან დიდი განსხვავება არაა, ოდნავ წევს ცხვირს ვიზუალურად. ისე, ოპერაციაზე საუბარი რადგან დავიწყე აუცილებლად გავიკეთებდი იმპლანტებს, მაგრამ ბენს ეს არ მოეწონება.


„ლაივებს ხშირად ვერ ვრთავ. ჩემი პრობლემა ისაა, რომ როდესაც ამერიკაში ვარ ნაკლები დრო მაქვს. აქ ბავშვის დამტოვებელი მყავს და უფრო აქტიური ვხდები.
მე და ბენი როცა ვჩხუბობთ მაშინაც კი საყვარლები ვართ. ასე გარედან რომ უყურებენ ყველას ჰგონია რომ სხვას იდეალური ურთიერთობა აქვს. სინამდვილეში ყველას ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს, ისევე როგორც თქვენ“.
  • ამერიკაში ვინმე ცნობილი თუ დაგინახავს?- არ მახსენდება. მგონი მხოლოდ ერთი, „სექსი დიდ ქალაქშის“ წითურთმიანი მსახიობი.
„უმაგრესი გოგო ხარ, ძალიან საყვარელი და წარმატებული“, „ახალი თმის ფერი ძალიან გიხდება“- ტელეწამყვანმა ლაივი უამრავი კომპლიმენტის მოსმენის შემდეგ პოზიტიურ განწყობაზე დაასრულა.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31