ქართველი სელებრითები ბიჭოლას დაბადების დღეზე (ფოტო/ვიდეო)

ქართველი სელებრითები ბიჭოლას დაბადების დღეზე (ფოტო/ვიდეო)
ალბათ იცით რომ დიზაინერი დიდი ხნის მანძილზე უცხოეთში იმყოფებოდა. მან გადაწყვიტა დაბადების დღე საქართველოში პომპეზურად გადაეხადა და არაერთი ცნობილი სახე დაეპატიჟებინა.
"31 წლის გავხდი. მადლობა ყველას სიყვარულისა და ყურადღებისთვის"- დაწერა ბიჭოლამ "ინსტაგრამზე".


მალევე ქართული შოუ ბიზნესის სახეების "ინსტაგრამებზეც" გამოჩნდა ახალი ფოტოები და ვიდეოები, სადაც ჩანს არმაზის ხეობაში ერთად როგორ ატარებენ დროს.  შეთანხმებისამებრ ყველას თეთრი სამოსი ეცვა.
ყველაზე მეტი პოსტი შორენა ბეგაშვილმა გამოაქვეყნა. მსახიობი დიზაინერთან მრავალი წელია მეგობრობს.
ბიჭოლას დაბადების დღეზე შორენას გარდა კიდევ ბევრ ნაცნობ სახეს შენიშნავდით. მაგ: რატი
დურგლიშვილი, მაკა ზამბახიძე, ზალიკო ბერგერი, კრისტი ყიფშიძე, მამულიჩა, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, კახა ცისკარიძე, სტეფანე, ლელა წურწუმია და სხვები.





შორენა ბეგაშვილს კომენტარებში გამოეხმაურნენ, ხომ არ გათხოვდიო. როგორც ჩანს თეთრმა კაბამ ნაკლებად ინფორმირებული ადამიანები ძალიან დააბნია.

წვეულება სპეციალურად ბიჭოლას დაბადების დღისთვის მოწვეულმა მომღერალმა "Loboda-მ" და "ivan dorn-მა" გააფორმეს. ბოლოს კი ყველაფერი ფეიერვერკების წვიმით დასრულდა.



















FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ტოტო
ძალიან კარგები არიან,რამ შეგაშინათ მეგობრებო ?
22:39 / 10-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სიმართლე გითხრათ შემეშინდა,სექტა მეგონა
10:55 / 08-07-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93