მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე, იგივე თამარა მილანოვა ახალი თმის ფერით მოგვევლინა.
მან წინა თვეში გამომწერებს კითხვით მიმართა, შეეღება თუ არა თმა ფერფლისფრად. აზრი ორად გაიყო, თუმცა ბევრმა ურჩია რომ ფერფლისფერი არ ღირდა.
ჩანს, რომ ეს აზრი გაუთვალისწინებელი არ დარჩა. ამჟამად თაკოს ქერა თმა აქვს, რაც მისი გამომწერებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ჩვენ ხომ მივეჩვიეთ იმას, რომ მომღერალს წლების მანძილზე მუქი ფერის თმა ჰქონდა.
"ინსტაგრამის" გამომწერების აზრი ამ შემთხვევაშიც სხვადასხვა მხარეს წავიდა. ზოგი ამბობს, რომ მომღერალს ძველი ვარცხნილობა უფრო უხდებოდა. თუმცა, თაკოს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც არანაკლებ ობიექტურები არიან. აი რას წერენ ისინი: "ცეცხლი ხარ", "ამ ფერის თმა გიხდება", "რა ლამაზი ხარ", "თაკო საუკეთესოა" და ა.შ..
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თაკოს ბუნებრივად ხვეული თმა აქვს, ახალი სტილიც საკმაოდ ეფექტურად და ბუნებრივად გამოიყურება.
აღსანიშნავია ისიც, რომ თამარა მშობიარობის შემდეგ- ფორმაში სწრაფად ჩადგა.
წინა თვეში მეუღლესთან ბორისლავ მილანოვთან ერთად ახალი ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც სიყვარულსა და ბედნიერებას ასხივებს.
თქვენ რას იტყვით, რომელი ფერის თმა უფრო უხდება ნიჭიერ მომღერალს?