ივნისის დასაწყისში პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 44 წლის ბრედლი კუპერი და 33 წლის ირინა შეიკი 2 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.
მათი დაშორების შესახებ არსებულ ინფორმაციას ბევრი არ ენდობოდა და ვერ იჯერებდნენ. ამის მიუხედავად, ფაქტია რომ წყვილი ნამდვილად დაშორდა.
გთავაზობთ პირველ ინტერვიუს ირინასა და ბრედლის დაშორების შემდეგ, რომელიც მოდელთან "Harpers Bazaar-მა" ჩაწერა და გამოაქვენა.
მჯერა თუ არა ქორწინების? - რა თქმა უნდა, განაცხადა ირინამ. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს ვინც გათხოვების წინააღმდეგია. შენი შვილებისთვის ისეთი დედა უნდა იყო, რომ ტყუილებში არც ისინი აცხოვრო და არც საკუთარი თავი.
დაასახელეთ თუნდაც ერთი მიზეზი იმის გასამართლებლად, რომ რადგან დედა ხართ აუცილებლად გრძელი ბოლოკაბით უნდა იაროთ. მე არ ვფიქრობ რომ ეს სწორია. რატომ უნდა ვთქვა უარი საკუთარ სურვილებზე? მხოლოდ იმის გამო, რომ დედა გავხდი?
- მე ისეთი დღეებიც მაქვს, როცა მოდელს სულაც არ ვგავარ. მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.
მყავდა აგენტები, რომლებიც მეუბნებოდნენ: "შეიჭერი თმა". ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. ქალმა აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ რა უნდა.
მყარად უნდა იდგე საკუთარ პოზიციაზე და არავისი მოსაზრების ან მითითების გამო არ დათმო.
ადამიანებს შეუძლიათ გითხრან: "შენ ძალიან გამხდარი ხარ, ან ძალიან მსუქანი".
ქალს თავისი თავის პატივისცემა და სიყვარული უნდა შეეძლოს. ეს იმისთვისაა აუცილებელი, რომ საკუთარ ტყავში თავი კომფორტულად იგრძნო.
წყარო: cosmo.ru