როგორც იცით, ნუკი კოშკელიშვილი ზაფხულს საქართველოში ატარებს.
ნუკი მეუღლესთან ერთად ოკაცეს კანიონს ესტუმრა და საოცარი შთაბეჭდილებებით აივსო. ტელესახე თავის გამომწერებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს, რაც მისასალმებელია.
ბოლო პერიოდში ტელეწამყვანი ხშირად ეხებოდა ოჯახის თემას. გამონაკლისი არც ახლაა. ამჯერად მან აქცენტი გააკეთა კომპლექსებზე და "დედურ ინსტინქტზე", რომელიც მამაკაცთან ურთიერთობაში ზოგჯერ დამღუპველია.
აქვე აღნიშნა, რომ ენდოკრინოლოგს ესტუმრა და ახალ დიეტას უკვე სპეციალისტის რჩევების გათვალისწინებით იწყებს.
გთავაზობთ ნუკის პოსტს და ტოპ-კომენტარებს, რომელსაც "ინსტაგრამზე" დიდი გამოხმაურება ჰქონდა.
"ცდა- ნომერი 134678960.
დღეს დავიწყე ახალი დიეტა, მივედი ენდოკრინოლოგთან და ჩემი ანალიზების მიხედვით დიეტა გამომიწერა. რა ვიცი, პირობას გაძლევ დაიკლებო.
ეს ზაფხულიც რომ არის და საცურაო კოსტუმის ჩაცმისას არაკომფორტულად რომ ხარ, რა ცუდია.
საერთოდ მივხვდი, რომ კომპლექსები თუ დაგვღუპავს ადამიანებს.
აი ჩვენივე კომპლექსები. თან მხოლოდ ვიზუალური კი არა, ყველანაირი.
ამიტომ ეცადეთ მოიშოროთ კომპლექსი და მოერიდოთ კომპლექსიან ადამიანებს.
აი რომ თხოვდებიან ხოლმე დაკომპლექსებულ კაცებზე, ეს ხომ საერთოდ ქალის ბუნებაშია, ყველას გვგონია რომ ვიღაც უნდა გადავარჩინოთ. “დაკომპლექსებული ცოდოა, ლოთი გამოსასწორებელია, აგრესიული ჩემთან არ იქნება, მე სხვა ვარ”.. ეს დედური ინსტინქტი რომლითაც ჩვენს რჩეულებს ვუდგებით არის დამღუპველი.
თქვენს რჩეულს- ქალია თუ კაცი, თუ თქვენი წარმომავლობა, გარეგნობა, ჭკუა, წარმატება აკომპლექსებს ის თქვენ დედას გიტირებთ, გაგანადგურებთ.
მაგრამ ვიდრე სხვისი კომპლექსი გაგვანადგურებს ჩვენი საკუთარი გვიფუჭებს ცხოვრებას.
თუ კომპლექსდები რომ საკმარისად განათლებული არ ხარ, წაიკითხე.
თუ ფული არ გაქვს, დაიმახსოვრე ფულში არ არის ბედნიერება.
თუ მსუქანი ხარ, ან დაიკელი ან მხრებში გასწორდი.
ჩაიხედე სარკეში და უთხარი შენს თავს რომ ყველაზე ლამაზი ხარ. დამიჯერეთ, თავდაჯერებულობაზე მომხიბვლელი არაფერია!!!!! დავიჯეროთ ჩვენი შესაძლებლობების და ყველა დაიჯერებს რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია და დასახულ მიზნამდე მისვლა უფრო მარტივი და სწრაფია!
ეს ისე, ჩემი უაზრო ფიქრები.. უბრალოდ გაგიზიარეთ."
გამომწერებმა კი "ინსტაგრამზე" საკუთარი აზრი ასე დააფიქსირეს: "ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს უგემურ დიეტებზე და კომპლექსიან ადამიანებთან ურთიერთობებზე დროის ხარჯვა", "არადა მგონი უკვე მშვენივრად დაიკელი, მშვენიერი ფორმაში ხარ", "საყვარელო ნუკი. -25 კგ ვარ, არანაირი ენდოკრინოლოგის დიეტამ არ მიშველა. მხოლოდ ვარჯიში და სწორი კვება და კიდევ ნერვები რომ ამას გაუძლო", "თავდაჯერებულობაა მთავარი და ის ვინ გყავს გვერდით! მე ჩემი ქმარი ასეთსაც მაღმერთებს და ბედნიერი დედა და მეუღლე ვარ ფიზიკური ცვლილების მიუხედავად!!",
"აუ ნუკი, ძალიან მომწონხარ და გაფასებ. შენი ფოტოები და პოსტებიც მაინტერესებს. მაგრამ წარამარა ეს დიეტები ცოტა მთრგუნავს. ულამაზესად გამოიყურები და დიეტა ამ მომენტისთვის მართლა აღარ გჭორდება. მთავარია თავდაჯერებულობა".