მასტერშეფი კონსტანტინე და ანი ჩირაძე გრძნობებს აღარ მალავენ (ფოტო) - Marao

მასტერშეფი კონსტანტინე და ანი ჩირაძე გრძნობებს აღარ მალავენ (ფოტო)

2019-07-18 18:44:05+04:00

ერთ-ერთი რეიტინგული კულინარიული გადაცემა „მასტერშეფი“ ტელეეკრანებზე გამოჩენის დღიდან საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს თავისი მონაწილეებითა და განსაკუთრებით საქართველოს საუკეთესო მასტერშეფებით, შესაბამისად სოციალურ ქსელშიც ეთერიდან ეთერამდე საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვება თითოეულ გადაცემას.

„მარაო“-ს რედაქციამ საზოგადოების ერთ-ერთი ფავორიტი შეფის - კონსტანტინე თედელურის პირად ინსტაგრამ გვერდზე შეიხედა. როგორც აღმოჩნდა, მისი გული არც მეტი არც ნაკლები, ყველასათვის საყვარელი სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობმა, „ჩიკას“ როლის შემსრულებელმა - ანა ჩირაძემ დაიპყრო.

მსახიობი და იურისტი ანა ჩირაძე ყვითელ პრესასთან ურთიერთობაზე ეკრანებზე გამოჩენის დღიდან უარს ამბობს. თუმცა მსახიობობის პარალელურად, ის გარკვეული პერიოდის მანძილზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა.

კონსტანტინე თედელური კი სარესტორნო სფეროში 2005 წლიდან მუშაობს. იგი ყველასგან გამოირჩევა თავისი ექსტრავაგანტული კონცეპტ-სივრცეებით. არის რამდენიმე კონცეპტუალური სივრცის, მათ შორის რესტორან "შეფის ბებია"-ს დამაარსებელი.

აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ანა ჩირაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან მიწვევით მუშაობდა კონსტანტინე თედელურიც, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ წყვილს ერთმანეთის მიმართ გრძნობები სწორედ იმ პერიოდში გაუჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ანას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი - ნიცა ცისკარიშვილი ჰყავს, რომელიც ძალიან ჰგავს დედას, ხოლო კონსტანტინეს ვაჟი - თეოდორე თედელური ჰყავს.