მომღერალი მარიკო ლეჟავა თმის ფერს თამამად იცვლის ხოლმე.
ამ შემთხვევაში მან გადაწყვიტა, რომ "კარე" შეეჭრა და თმა მაქსიმალურად დაემოკლებინა. მარიკო და ნინა სუბლატი დიდი ხანია მეგობრობენ. ნინამ "ინსტაგრამზე" კომენტარშიც აღნიშნა, რომ მეგობრის ახალი სტილი მოსწონს.
მომღერალი ფოტოსესიაზე წავიდა და ახალი ფოტოები შემოგვთავაზა, სადაც მისი კრეატიული ვარცხნილობა უფრო უკეთ გამოჩნდა.
მომღერალს საინტერესო ჩაცმის სტილი აქვს. ის უპირატესობას თავისუფალ ზედებს, "Oversize" კოსტიუმებს და თანამედროვე სტილის სადა კაბებს ანიჭებს. თუმცა, ეს ყოველდღიურად და არა მაშინ, როდესაც კონცერტზეა.
ღონისძიებაზე ხშირად კლასიკური კაბებითაა, რომლებიც მის მშვენიერ ტანს შესანიშნავად გამოკვეთს.
მარიკო თავისი მშვენიერი ხმით ჩვენს ტკბობას აგრძელებს, რაზეც ეს ვიდეოც მოწმობს: