როგორ გამოიყურება 41 წლის ნიკოლ შერზინგერი (ფოტო/ვიდეო)

როგორ გამოიყურება 41 წლის ნიკოლ შერზინგერი (ფოტო/ვიდეო)
მომღერალი, მოცეკვავე, მსახიობი და რაც მთავარია, მშვენიერი ქალი - დიახ, ეს სწორედ ნიკოლ შერზინგერია, რომელიც ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდას ჰგავს. ამ ფაქტს ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნავს.
ნიკოლი "ინსტაგრამზე" ძალიან აქტიურია და 3.8 მილიონი გამომწერი ჰყავს, რაც ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ რეკორდული მაჩვენებელია.
ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითია. "ან ყველაფერი, ან არაფერი" - მომღერალმა ამ ახალ ფოტოებს სწორედ ეს ცნობილი გამონათქვამი დააწერა.

მომღერალი ძალიან ბევრს ვარჯიშობს. მან არაერთხელ ახსენა სხვადასხვა ინტერვიუში, რომ სწორი კვება და სწორად ვარჯიში უმნიშვნელოვანესი რამ
არის. ნიკოლი დაკავებულია იოგით და მიიჩნევს, რომ ეს სხეულზეც დადებითად აისახება.



41 წელი საშუალო ასაკია, თუმცა სწორედ ამ დროსაა ერთ-ერთი ყველაზე "კრიტიკული" პერიოდი, როცა შეიძლება ჩვენი კანი მოდუნდეს. ამ ასაკში ძალიან ბევრ ქალბატონს სტანჯავს ცელულიტი და ეს სერიოზული პრობლემაა.
ერთმა ადამიანმა ნიკოლს კომენტარებში ისიც კი დაუწერა, რომ უწინდელზე ლამაზია.


ალბათ, ბევრს გახსოვთ ჯგუფი "pussycat dolls" - რომლის მეშვეობითაც მომღერალი ბევრმა ადამიანმა გაიცნო და შეიყვარა. ის წლების მანძილზე ჩემი კერპიც იყო. ალბათ, ასეთ ტანსა და ვიზუალზე გულის სიღრმეში ყველა გოგონა ოცნებობს.

ბევრმა არ იცის, რომ ეს მშვენიერი ქალბატონი საოპერო მონაცემებითაც დაიკვეხნის. გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ნიკოლმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა და “The Phantom of the Opera”-ს იუბილეს მიუძღვნა:

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93